კაცი, რომელსაც იშვიათი სახეობის 26 კუ გადაჰყავდა, ნიდერლანდების საზღვარზე დააკავეს
ნიდერლანდების ხელისუფლებამ ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში გადაშენების პირას მყოფი 26 კუ აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, კუები ერთ-ერთი მგზავრის ბარგში აღმოაჩინეს. კაცი ჰონკონგში აპირებდა გამგზავრებას.
კაცი დააკავეს, გამოძიება კი გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კუები წებოვანი ლენტით იყვნენ შეხვეულები, რათა მათ გადაადგილება ვერ შეძლებოდათ. კუების უმეტესობა სათამაშო მანქანასთან ერთად ყუთში იყო მოთავსებული, რამდენიმე კი წინდაში.
კუები ცხოველთა გადარჩენის სპეციალიზებულ ცენტრში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ვალარტას კუები, მსოფლიოში კუს ერთ-ერთი ყველაზე მინიატურული სახეობაა.
