ორიგინალი
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: 14 წელია, გვაბრალებენ პრორუსულობას და ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა ვერავინ, თუ რით გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ყველაფერი, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ
ინფო 9·15:50

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: 14 წელია, გვაბრალებენ პრორუსულობას და ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა ვერავინ, თუ რით გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ყველაფერი, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ

27 ნოემბერი, 2026 · 15:50

„ფაქტობრივად, ლოგიკიდან თავიდან ბოლომდე არის ამოვარდნილი ისეთი მიდგომა, როდესაც უნდა დაასანქცირონ ჩვენი კომპანიები აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის, ყველანაირი არგუმენტის გარეშე და ამავდროულად, რაღაცა უნივერსიტეტებმა უნდა დაიწყონ მეგობრობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რუსეთის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, ქართული პროდუქციის აკრძალვის პარალელურად უნივერსიტეტები უნდა დამეგობრდნენ.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ეს ყველანაირ თანმიმდევრობას აცდენილია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

„14 წელია, ჩვენ გვაბრალებენ პრორუსულობას და ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა ვერავინ, თუ რით გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ 2007 წელს აღუდგინეს საზღვრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქს, რა საზღვრებითაც დღეს მიმდინარეობს ბორდერიზაცია, შეიყვანეს ახალგორი ამ საზღვრებში, შემდეგ კოდორის ხეობას დაარქვეს ზემო აფხაზეთი, უმტკივნეულოდ გადააბარეს ოკუპანტს, მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი, სადაც დააბრალეს ჩვენს სამხედროებს ომის დაწყება, ომის დანაშაულების ჩადენა, მოაწერეს ხელი ტალიავინის დასკვნას, სადაც წერია, რომ ჩვენ შევქმენით სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა სამხედრო აგრესია. გადამალეს კასეტური ბომბის, ისკანდერის ნაწილები, რომლებიც მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში, გადაუფორმეს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მათი მოღვაწეობა ეფუძნებოდა იმას, რაზეც სააკაშვილმა დაწერა პოსტი, რომ ბატონმა ივანოვმა გაუნაწილა მათ თანამდებობები და შესაბამისად, იგი გაჰყვა თავისი ბიძის კვალს, რომელიც გახლავთ „კაგებეს“ პოლკოვნიკი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: 14 წელია, გვაბრალებენ პრორუსულობას და ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა ვერავინ, თუ რით გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ყველაფერი, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·15:23

28 და 29 ნოემბერს ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით წარმოადგენს სპექტაკლის პრემიერას - „პროცესი“

28 და 29 ნოემბერს ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით წარმოადგენს სპექტაკლის პრემიერას - „პროცესი“
ინფო 9·14:59

კაცი, რომელსაც იშვიათი სახეობის 26 კუ გადაჰყავდა, ნიდერლანდების საზღვარზე დააკავეს

კაცი, რომელსაც იშვიათი სახეობის 26 კუ გადაჰყავდა, ნიდერლანდების საზღვარზე დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.