ორიგინალი
მარიამ ქვრივიშვილი: მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით
ინფო 9·11:38

26 ნოემბერი, 2026 · 11:38

„საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.

„მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ქვეყნებს გაუზიაროთ, ასევე ვისწავლოთ მათ მიღწევებზე. მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი ეროვნული პრიორიტეტებია. ჩვენი სტრატეგია შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებაზე, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალზეც ისაუბრა და ამ კუთხით ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ამ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს დასრულდა ხუთი ელექტროსადგურის მშენებლობა, მათ შორის ორი მსხვილი ქარის ელექტროსადგურისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის. წლის ბოლომდე ველით, რომ ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. მარიამ ქვრივიშვილი: მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით

თემა: ჩინეთის

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • პრაიმტაიმი·08:12
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • იმედი·08:06
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  • რუსთავი 2·08:01
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • ინტერპრესნიუსი·05:20
    აშშ-მა რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის, წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა
ჩინეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·11:43

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა - ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა - ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს
ინფო 9·11:29

გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
ინფო 9·11:19

ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს

ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს
ინფო 9·11:19

Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს

Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.