ორიგინალი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
ინფო 9·19:22

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა

27 ნოემბერი, 2026 · 19:22

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა ხდება.

მისივე თქმით, საუბარია როგორც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე, მუნიციპალიტეტების დონეზე წყლის სისტემების პროექტებზე, სკოლების და საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და კულტურის სახლების მშენებლობის საკითხებზე.

კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, დღეისათვის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი მიდგომებით იგეგმება და ხორციელდება.

მუნიციპალიტეტების მერებმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მათ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ძირითადი ყურადღება არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გაამახვილეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დაესწრნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა

თემა: პარლამენტის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • რუსთავი 2·19:26
    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
  • იმედი·19:22
    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
  • ფორმულა·16:59
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • აიპრესი·16:50
    გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ - ათეულობით მილიონია დახარჯული
პარლამენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·20:10

აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი: USAID-ის სხვა ფაილებიც გამოქვეყნდება, მზად ვართ, მტკიცედ დავუპირისპირდეთ დემოკრატებს, თუ ისინი ამ საკითხის ხელახლა გახსნას შეეცდებიან

აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი: USAID-ის სხვა ფაილებიც გამოქვეყნდება, მზად ვართ, მტკიცედ დავუპირისპირდეთ დემოკრატებს, თუ ისინი ამ საკითხის ხელახლა გახსნას შეეცდებიან
ინფო 9·19:31

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ასრულებდნენ რუსეთის დაკვეთას საქართველოში

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ასრულებდნენ რუსეთის დაკვეთას საქართველოში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.