რუსეთმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანა - დაშავდა, სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად დაშავდა სულ მცირე, 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
დრონებით იერიშის სამიზნე ლოდოვსკისა და ხარკოვის დასახლებები გახდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
