ორიგინალი
სანდრო ცირეკიძემ ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმზე ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
ინფო 9·12:03

სანდრო ცირეკიძემ ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმზე ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებზე ისაუბრა

27 ნოემბერი, 2026 · 12:03

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ ერევანში გამართულ სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმზე საჯარო მმართველობის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

სანდრო ცირეკიძის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიები ხელს უწყობს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, პროცედურების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაძლიერებას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ინკლუზიის მნიშვნელობაზე, რათა სერვისებით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის იყოს შესაძლებელი.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა მონაცემთა სტანდარტიზაციის, სისტემებს შორის თავსებადობისა და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

ამ მიმართულებით მან ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შექმნილი და მართული მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (G3) როლზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ელექტრონული სერვისების ინტეგრაციასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას უზრუნველყოფს.

თავმჯდომარემ ციფრული მმართველობის განვითარების სამომავლო პრიორიტეტებს შორის დაასახელა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ევროპულ რეგულაციასთან დაახლოება (eIDAS 2.0), რაც ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო მომსახურებების, მათ შორის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის, განვითარებასა და ურთიერთაღიარებას უკავშირდება.

მან ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაზე.

სანდრო ცირეკიძის განცხადებით, ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს.

ის უნდა ეფუძნებოდეს ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მონაცემთა დაცვას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურასა და მყარ სამართლებრივ საფუძვლებს.

ერევანი მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. სანდრო ცირეკიძემ ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმზე ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებზე ისაუბრა

თემა: საკითხი

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • პოსტივი·00:11
    თენგიზ შარმანაშვილი: „იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია – სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“
  • აჭარის ტელევიზია·20:53
    მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა- ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო
  • კვირის პალიტრა·19:53
    ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა
  • ნიუპოსტი·19:00
    საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა
საკითხი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·11:58

ლადო სადღობელაშვილი ვარდენ მაჭავარიანს: სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?

ლადო სადღობელაშვილი ვარდენ მაჭავარიანს: სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?
ინფო 9·11:53

უმნიშვნელოვანესი სამი ქულა — იბერიამ თბილისში ხეტაფე დაამარცხა

უმნიშვნელოვანესი სამი ქულა — იბერიამ თბილისში ხეტაფე დაამარცხა
ინფო 9·11:35

აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ასიათასობით ადამიანს დენის მიწოდება შეუწყდა

აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ასიათასობით ადამიანს დენის მიწოდება შეუწყდა
ინფო 9·11:35

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი G8-დან რომ არ გაერიცხათ, შესაძლოა, უკრაინაში ომი არც დაწყებულიყო

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი G8-დან რომ არ გაერიცხათ, შესაძლოა, უკრაინაში ომი არც დაწყებულიყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.