ორიგინალი
საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა
ნიუპოსტი·19:00

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა

26 ნოემბერი, 2026 · 19:00

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, „ასევე ყველა დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტის გათავისუფლებას ითხოვენ“.

შესწორების თანახმად, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, რომ დაკავებულებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ.

ევროპარლამენტი „სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მოითხოვს დაკავებულებს დაუყოვნებლივ მიეცეთ დამოუკიდებელ ექიმებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა“.

ასევე, რეზოლუციაში შესწორება შევიდა სანქციებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა

თემა: ევროპარლამენტის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·20:31
    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - როგორ პასუხობს კრიტიკას მმართველი გუნდი
  • იმედი·20:29
    ევროპარლამენტის განცხადება: ევროპარლამენტის წევრები გმობენ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ
  • BM.GE·20:10
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის 2027 წლის €199.7-მილიარდიან ბიუჯეტს ხელი მოაწერა
  • კვირის პალიტრა·19:53
    ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა
ევროპარლამენტისსაკითხირეზოლუცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.