ორიგინალი
შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
ინფო 9·22:16

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

27 ნოემბერი, 2026 · 22:16

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სპორტული ქალაქის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა საკმარისი არ არის და ინფრასტრუქტურას სიცოცხლე პროფესიონალებმა უნდა შესძინონ.

შალვა გოგოლაძემ, ასევე, განაცხადა, რომ 2007 წელს, სპორტის აკადემიამ დამოუკიდებლობის არსებობა შეწყვიტა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სპორტის უნივერსიტეტი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად აღდგა.

„ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს. აქ აღიზარდა არაერთი თაობა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე სახელი გაუთქვა. სამწუხაროდ, 2007 წელს სპორტის აკადემიამ დამოუკიდებლობის არსებობა შეწყვიტა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, პარტიის დღევანდელი საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სპორტის უნივერსიტეტი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად აღდგა, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა საკმარისი არ არის. ამ ინფრასტრუქტურას სიცოცხლე პროფესიონალებმა უნდა შესძინონ - ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენი შვილების აღზრდასა და მომავალი ჩემპიონების მომზადებას მივანდობთ. სწორედ ამიტომ, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა სპორტის უნივერსიტეტს ეკისრება“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თემა: მშენებლობა

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • რუსთავი 2·00:39
    შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
  • პუბლიკა·22:27
    კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის
  • GHN·20:49
    ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
  • ტვ პირველი·20:44
    ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას
მშენებლობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.