ორიგინალი
კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის
პუბლიკა·22:27

კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის

27 ნოემბერი, 2026 · 22:27

„ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კობახიძის თქმით, უკვე გაიხსნა სამბოს ახალი დარბაზი, რომელიც სპორტული ქალაქის პირველი ობიექტია. მისი განმარტებით, სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქი გააერთიანებს მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტის მენეჯერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქართული სპორტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ. სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა კომპანია VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მშენებლებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·00:59
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • რუსთავი 2·00:27
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
  • კომერსანტი·00:00
    მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
  • პოსტივი·22:37
    ირაკლი კობახიძე: „USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“
კობახიძეპროექტიმშენებლობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·00:28

RSF: პროტესტიდან ორი წლის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა კვლავ დაუსჯელი რჩება, მედიაზე ზეწოლა კი ინსტიტუციონალიზებულ ხასიათს იძენს

RSF: პროტესტიდან ორი წლის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა კვლავ დაუსჯელი რჩება, მედიაზე ზეწოლა კი ინსტიტუციონალიზებულ ხასიათს იძენს
პუბლიკა·22:41

RES: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

RES: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
პუბლიკა·21:15

ფაშინიანი იცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მოქალაქეობის ჩამორთმევას დაუშვებს

ფაშინიანი იცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მოქალაქეობის ჩამორთმევას დაუშვებს
პუბლიკა·20:44

UEFA ბათუმში მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე დისციპლინურ გამოძიებას იწყებს

UEFA ბათუმში მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე დისციპლინურ გამოძიებას იწყებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.