ორიგინალი
ზაზა ლომინაძე - ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"
ინფო იმერეთი·16:31

ზაზა ლომინაძე - ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"

24 ნოემბერი, 2026 · 16:31

"მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები, დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ.

ზაზა ლომინაძის თქმით, სუროგაციის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველად 1997 წელს მიიღო და ამ გზით პირველი ბავშვი 2007 წელს დაიბადა.

"სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100 ბავშვს შეადგენს. ასევე საყურადღებოა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა - თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 404 ბავშვს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რაოდენობა 3000-ს უახლოვდება.

სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგსა და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი (ხელშეკრულების ხელმომწერი პირი) უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. ამჟამად სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, ეთიკური საკითხებიდან გამომდინარე, სუროგაცია ევროპის უმეტეს ნაწილში და ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. რამდენიმე ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის განსაზღვრული სუროგაციასთან დაკავშირებით.

როგორც ლომინაძემ აღნიშნა, ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: infoimereti.ge
  1. მთავარი
  2. ინფო იმერეთი
  3. ზაზა ლომინაძე - ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო იმერეთი·19:02

გიორგი ონიანი წყალტუბოს "სამგურალს" აღარ გაწვრთნის

გიორგი ონიანი წყალტუბოს "სამგურალს" აღარ გაწვრთნის
ინფო იმერეთი·15:14

ცაგერის მუნიციპალიტეტში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია

ცაგერის მუნიციპალიტეტში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია
ინფო იმერეთი·13:07

"სად უნდა ვიაროთ ადამიანებმა?! - ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩის ტროტუარები

"სად უნდა ვიაროთ ადამიანებმა?! - ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩის ტროტუარები
ინფო იმერეთი·12:39

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.