ორიგინალი
ამინოტრიკომპლექსი - ქართული ფორმულა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ
ინტერპრესნიუსი·08:10

ამინოტრიკომპლექსი - ქართული ფორმულა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ

26 ნოემბერი, 2026 · 08:10

პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში Journal of Medical Case Reports („სამედიცინო შემთხვევების ჟურნალი“, გამომცემლობა Springer Nature) გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის პროფესორის, ალექსანდრე თავართქილაძის ფორმულით შექმნილ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს „ამინოტრიკომპლექსს“ (AminoTriComplex) ეხება. სტატიაში აღწერილია რვა ონკოლოგიური პაციენტის დაკვირვების შედეგები, რომლებსაც სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად აღნიშნული დანამატიც ეძლეოდათ.

გარდა ამ პუბლიკაციისა, ქართული, ამერიკული (ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ცენტრი სან-ანტონიოში UT Health San Antonio), შვეიცარიული (ლოზანის უნივერსიტეტი) და ჩინური (Foconsci Chemical Industry) სამეცნიერო ცენტრების ერთობლივი კვლევები ამავე ფორმულის შესახებ დაიბეჭდა ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორებიცაა Journal of Cancer Research („კიბოს კვლევის ჟურნალი“), Journal of Cancer Immunology („კიბოს იმუნოლოგიის ჟურნალი“) და Journal of Clinical Oncology & Advanced Therapy („კლინიკური ონკოლოგიისა და თანამედროვე თერაპიის ჟურნალი“).

ფორმულის ავტორები არიან პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე და დევიდ სიუ (David Xu). პროექტის სამეცნიერო კონსულტანტები არიან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი მეცნიერი და ექიმი, მელატონინის წამყვანი მკვლევარი, პროფესორი რასელ ჯ. რეიტერი (Russel J. Reiter), ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორი მიშელ ბურნიე, ასევე პროფესორები ჟან-ანრი ბურისი, ტიმ ჰანტი, როჟე გიიმენი და ენდრიუ შალი.

რა სარგებლობა მოაქვს და რას ცვლის ფორმულა ორგანიზმში?

მეცნიერთა განმარტებით, 12 ბუნებრივი კომპონენტისგან შემდგარი „ამინოტრიკომპლექსი“ ორგანიზმს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ეხმარება:

ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს: კლინიკურმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სტანდარტულ ონკოლოგიურ მკურნალობასთან ერთად დანამატის მიღება აუმჯობესებს ორგანიზმის სასიცოცხლო მაჩვენებლებს (ბიომარკერებს), ამცირებს სიმსივნისთვის დამახასიათებელ ანთებით პროცესებს და აძლიერებს თერაპიაზე ორგანიზმის პასუხს.

ამცირებს ანთებას და უჯრედულ სტრესს: იცავს ჯანმრთელ უჯრედებს დაზიანებისგან, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნაში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აღადგენს ძილ-ღვიძილის ბუნებრივ რეჟიმს. დაკვირვებები აჩვენებენ, რომ ამინოტრიკომპლექსის მიღებიდან 3 კვირაში სისხლში მკვეთრად მცირდება ისეთი ბიომარკკერები, როგორებიცაა: F2-იზოპროსტანები (ცხციმების ჟანგვის და ადრეული დაბერების ოქროს სტანდარტის ბიომარკერი, GDF-15 დაბერებისა და კარდიოლოგიური რისკების მნიშვნელოვანი კლინიკური მარკერი, hsCRP, SAA, ინტერლეიკინი - 6 --- დაბალი ქრონიკული ანთების და სიბერესთან ასოცირებული დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორები).

ემსახურება პრევენციას: იცავს ადამიანს დაბინძურებული გარემოს, ქრონიკული გადაღლისა და სტრესის მავნე ზემოქმედებისგან. კვლევების შედეგად დადგინდა , რომ ამინოტრიკომპლექსის 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შემცირდა GlycanAge-ის ანუ ბიოლოგიური დაბერების მაჩვენებელი და მკვეთრად შემცირდა დაბერების ინდექსური მაჩვენებელი - GrimAge. მოწესრიგდა მელატონინის ენდოგენური სეკრეცია და აღდგა ძილ-ღვიძილის რიტმები. 24 საათიან შარდში ნორმალიზდა მელატონინის სულფატის კონცენტრაცია. ყველაფერი ეს ჯანმრთელი სისხლძარღვების და მოწესრიგებული ნერვულ-ენდოკრინული სისტემის ხანგრძლივი ნორმალური ფუნქციონირების გარანტიაა.

რას მოიტანს კვლევების გაგრძელება?

ავტორთა თქმით, მიღებული შედეგები ქმნის მყარ საფუძველს, რომ „ამინოტრიკომპლექსი“ მომავალში ფართოდ დაინერგოს როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული, უსაფრთხო დამხმარე საშუალება. უკვე დაწყებულია ახალი, მასშტაბური საერთაშორისო კვლევა 900 პაციენტის მონაწილეობით, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ფორმულის გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა დაავადების მართვაში.

სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ ცვლის ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას და მისი მიღება ინდივიდუალურად, სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გადაწყდეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. ამინოტრიკომპლექსი - ქართული ფორმულა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·12:07

თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ჩვენი პასუხია, რომ გამოგონილი ტყუილია - ვერანაირი სანქცია ეროვნული ინტერესების დაცვაზე ხელს ვერ აგვაღებინებს და თუ აქამდე ვერ დარწმუნდნენ ამაში, კიდევ დაგვემუქრონ

თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ჩვენი პასუხია, რომ გამოგონილი ტყუილია - ვერანაირი სანქცია ეროვნული ინტერესების დაცვაზე ხელს ვერ აგვაღებინებს და თუ აქამდე ვერ დარწმუნდნენ ამაში, კიდევ დაგვემუქრონ
ინტერპრესნიუსი·10:48

Venora Maison-მა L’Occitane-ის 50 წლის იუბილე აღნიშნა – ბრენდი საქართველოს ბაზარზე განვითარების ახალ შესაძლებლობებს ხედავს

Venora Maison-მა L’Occitane-ის 50 წლის იუბილე აღნიშნა – ბრენდი საქართველოს ბაზარზე განვითარების ახალ შესაძლებლობებს ხედავს
ინტერპრესნიუსი·10:21

ტერესა მორეირა - საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

ტერესა მორეირა - საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
ინტერპრესნიუსი·10:20

შალვა პაპუაშვილი - როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ

შალვა პაპუაშვილი - როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.