ფინანსები BTU-ში - შესაძლებლობები, რომლებსაც პროგრამა გთავაზობთ
დღეს ფინანსისტი მხოლოდ ციფრებთან მომუშავე ადამიანი აღარ არის. ის მონაწილეობს ბიზნესის დაგეგმვაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ორგანიზაციის განვითარებაში. ფინანსების სფერო პროფესიული ზრდისა და მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა, თუმცა ამ გზაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამის სწორად შერჩევაა.
თანამედროვე ფინანსისტს მხოლოდ ფინანსური აღრიცხვის ცოდნა აღარ ჰყოფნის. მას მონაცემების გაანალიზება, რისკების შეფასება, ფინანსური პროცესების დაგეგმვა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაც უნდა შეეძლოს. სწორედ ამ მოთხოვნების გათვალისწინებით არის შექმნილი BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ფინანსურ ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს და სტუდენტებს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო კომპეტენციების შეძენაში ეხმარება.
პროგრამა აერთიანებს ფინანსების ფუნდამენტურ მიმართულებებსა და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონაცემთა ანალიზს, ფინანსურ მოდელირებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
რას ისწავლი ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე BTU-ში?
ფინანსების სფერო მუდმივად იცვლება. ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ფინანსური სერვისები სპეციალისტებისგან ახალ კომპეტენციებს მოითხოვს. თანამედროვე ფინანსისტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების მომზადება, არამედ მონაცემების გაანალიზება, რისკების შეფასება და ბიზნესის მომავალი განვითარების პროგნოზირებაც.
BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამა სწორედ ამ მიმართულებების შესწავლას ითვალისწინებს. სასწავლო პროცესში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებიც, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ანგარიშგების ავტომატიზაცია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესება.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ACCA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია. Association of Chartered Certified Accountants პროფესიონალ ბუღალტერთა გლობალური ორგანიზაციაა, რომლის პროფესიული კვალიფიკაციაც საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული. აკრედიტაცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო სწავლის პარალელურად პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებითაც განვითარდნენ. BTU-ს მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო სერტიფიცირების დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ACCA-ს გარკვეული მოდულების ჩათვლის შესაძლებლობაც აქვთ, შესაბამისი რეგისტრაციისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამები ფინანსების სტუდენტებისთვის
BTU-ს ფინანსების სტუდენტებს სწავლის პერიოდში საერთაშორისო აკადემიურ გარემოში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ. შესაძლებლობები მოიცავს როგორც მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს, ისე საზაფხულო და ზამთრის სკოლებს. კონკრეტული კონკურსის მიხედვით, სწავლა შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს.
პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა:
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათ აუნივერსიტეტი — გერმანია; პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი — პოლონეთი; კორუნიას უნივერსიტეტი — ესპანეთი; ვილნიუსის უნივერსიტეტი — ლიეტუვა; კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი — ლიეტუვა; პრაღის ნიუიორკის უნივერსიტეტი — ჩეხეთი; ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი — ავსტრია.
ფინანსისტის კარიერული შესაძლებლობები
ფინანსების სპეციალისტები ყველა სექტორში არიან საჭირო. ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ორგანიზაციები, აუდიტორული კომპანიები, საერთაშორისო კორპორაციები და სხვადასხვა პროფილის ბიზნესი ფინანსური პროცესების მართვისთვის კვალიფიციურ კადრებს ეძებენ.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ის დამოკიდებულია პოზიციაზე, გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და დამსაქმებელ ორგანიზაციაზე.
როგორ უნდა ჩააბაროთ ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე BTU-ში?
BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება. გიზიარებთ რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინფორმაციას:
აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაცია:
პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები); პროგრამის კოდი: 1950102; წლიური სწავლის საფასური: 3 250 ლარი; მისაღები ადგილების რაოდენობა: 125.
პროგრამაზე ჩასაბარებლად საჭიროა სამი გამოცდის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გახსენით ბმული.
