ორიგინალი
კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
ინტერპრესნიუსი·17:27

კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება

26 ნოემბერი, 2026 · 17:27

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან დამოკიდებულებას და მოლაპარაკებების გამჭვირვალობას.

როგორც დღეს კახა კალაძემ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხეილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ რუსეთსა და რუსეთის წარმომადგენლებს.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რა არის გამოწვევები და რა სირთულეებია.

ასევე მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს და რუსეთის წარმომადგენლებს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაზე, ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობებში სამართლიანი დამოკიდებულება.

ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტები, მაგალითად, ევროკავშირი როგორ უსამართლოდ ექცევა ქართულ სახელმწიფოს. არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ, ღიად ვსაუბრობთ, არაფერი გვაქვს დასამალი. იგივე არის ამ შემთხვევაშიც, რაც იქნა ბატონი გია ზურაბაშვილის მხრიდან გაჟღერებული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია და ძალიან ბევრი ახსნა-განმარტება გაკეთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, იმიტომ რომ პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ის კონკრეტული საკითხები, რომელიც გაჟღერდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.

მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·19:26

დონალდ ტრამპი - პუტინს ვუთხარი, რომ ვისურვებდი მან შეწყვიტოს ყველანაირი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე

დონალდ ტრამპი - პუტინს ვუთხარი, რომ ვისურვებდი მან შეწყვიტოს ყველანაირი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე
ინტერპრესნიუსი·18:00

პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ინტერპრესნიუსი·17:19

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ინტერპრესნიუსი·17:18

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.