ორიგინალი
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა
ინტერპრესნიუსი·17:18

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა

26 ნოემბერი, 2026 · 17:18

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე გამახვილდა.

„თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილეები ამირან გულუაშვილი და ავთანდილ კოჭლამაზიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი, გენერალური პროკურორის მოადგილე ომერ ერდოღმუში, საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პროკურორი სედა ტურკან მანავ დურსუნი, უფროსი პროკურორები ატიფ მოღულკოჩი და ფატიჰ მეჰმეტ აკსოი ესწრებოდნენ.

გიორგი გვარაკიძემ მუჰსინ შენტურკს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.

თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. მუჰსინ შენტურკმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე. მხარეებმა განიხილეს კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. ასევე, ისაუბრეს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა

თემა: სასამართლოს

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • ამბები.ge·18:26
    ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
  • იმედი·17:03
    საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენთურქს შეხვდა
  • რუსთავი 2·16:38
    გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა
  • პოსტივი·16:28
    პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა
სასამართლოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·19:26

დონალდ ტრამპი - პუტინს ვუთხარი, რომ ვისურვებდი მან შეწყვიტოს ყველანაირი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე

დონალდ ტრამპი - პუტინს ვუთხარი, რომ ვისურვებდი მან შეწყვიტოს ყველანაირი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე
ინტერპრესნიუსი·18:00

პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ინტერპრესნიუსი·17:19

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ინტერპრესნიუსი·16:53

შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი

შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.