ორიგინალი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა
ინტერპრესნიუსი·12:07

27 ნოემბერი, 2026 · 12:07

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის ორი წელი დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისთვის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

„მასობრივი დევნა, დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებზე, დაკავება, დაჯარიმება და ფინანსური წნეხი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში დარჩა ხმად, რომელიც ვერ გააჩუმეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.

ანგარიშისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებიდან დეტალური ანალიზისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევები გამოყო, რაც მიმდინარე წელს თვალსაჩინო ტენდენციად ჩამოყალიბდა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროების ერთ-ერთ მთავარ იარაღადაც იქცა. ამ მიზნით, კვლევისთვის შემდეგი 3 ძირითადი პუნქტი გამოვყავით:

სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

პარლამენტი, სადაც კრიტიკული კითხვების დასმა ისჯება.

კომუნიკაციების კომისია, როგორც „ქართული ოცნების“ ცენზორი.

თითოეული კატეგორია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს აერთიანებს. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის დანაშაულები ერთიან რაოდენობრივ სტატისტიკაშია თავმოყრილი. აგრეთვე, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი შემთხვევების ანალიზი 1-ელ მაისს გამოქვეყნებულ ბლოგშია თავმოყრილი“,- აღნიშნულია ინფორმაცია.

დეტალური ანგარიში იხილეთ ბმულზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, დევნის, შევიწროებისა და საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·12:07

თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ჩვენი პასუხია, რომ გამოგონილი ტყუილია - ვერანაირი სანქცია ეროვნული ინტერესების დაცვაზე ხელს ვერ აგვაღებინებს და თუ აქამდე ვერ დარწმუნდნენ ამაში, კიდევ დაგვემუქრონ

ინტერპრესნიუსი·10:48

Venora Maison-მა L’Occitane-ის 50 წლის იუბილე აღნიშნა – ბრენდი საქართველოს ბაზარზე განვითარების ახალ შესაძლებლობებს ხედავს

Venora Maison-მა L’Occitane-ის 50 წლის იუბილე აღნიშნა – ბრენდი საქართველოს ბაზარზე განვითარების ახალ შესაძლებლობებს ხედავს
ინტერპრესნიუსი·10:21

ტერესა მორეირა - საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

ტერესა მორეირა - საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
ინტერპრესნიუსი·10:20

შალვა პაპუაშვილი - როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.