ორიგინალი
ვალერი ჩეჩელაშვილი - თურქეთის ტონმა აღმაშფოთა, ეს ნიშნავს, რომ პატივისცემით აღარ გვექცევიან - ჩვენი რეპუტაცია გამყარებული იყო იმით, რომ რეგიონში დასავლეთის დასაყრდენად ვითვლებოდით! ამას უნდა მივხვდეთ! ამ პრობლემის გადაწყვეტა არის დიპლომატიის საქმე
ინტერპრესნიუსი·13:00

ვალერი ჩეჩელაშვილი - თურქეთის ტონმა აღმაშფოთა, ეს ნიშნავს, რომ პატივისცემით აღარ გვექცევიან - ჩვენი რეპუტაცია გამყარებული იყო იმით, რომ რეგიონში დასავლეთის დასაყრდენად ვითვლებოდით! ამას უნდა მივხვდეთ! ამ პრობლემის გადაწყვეტა არის დიპლომატიის საქმე

27 ნოემბერი, 2026 · 13:00

ბათუმის სტადიონზე მომხდარს ძალიან კარგად ორკესტრირებული და მკაცრი შეფასებები მოჰყვა თურქეთის მხრიდან და ამაში დავინახე ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თურქები, უკვე აღარ ექცევიან საქართველოს ისეთი პატივისცემით, რასაც ჩვენ ადრე ვხედავდით - ტონმა აღმაშფოთა. ასეთი ტონით ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთანაც არის ჩამოყალიბებული კარგი ხარისხის სისტემური ურთიერთობები, არ ესაუბრებიან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პარტია „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რაც გამოეხმაურა ბათუმში, სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან აღნიშნა, ეს მატჩი იყო რისკების შემცვლელი, ამიტომ ვითარების კონტროლი უნდა მომხდარიყო უფრო კარგად.

„ვფიქრობ, რომ შეცდომა არ იყო, რომ ჩვენ დავუშვით ამ შეხვედრის ჩატარება ჩვენთან. შეცდომა იყო ის, რომ რისკები ვერ გავთვალეთ და შესაბამისი პრევენციული ზომები ვერ მივიღეთ. ასეთი წინააღმდეგობრივი მატჩების ჩატარება როგორც შენი სიმტკიცის, ავტორიტეტის გაძლიერების კომპონენტად შეიძლება აქციო, ასევე შეიძლება მოხდეს პირიქით ის, რაც მოხდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს მატჩი იყო რისკების შემცვლელი, ამიტომ ვითარების კონტროლი, შესაბამისი სექტორების, უნდა მომხდარიყო უფრო კარგად. უნდა ყოფილიყო გულშემატკივრების მკაცრი გაფრთხილება და მათი შესაბამისი კონტროლი. თუ ამის გაკეთება იყო შეუძლებელი, მაშინ ეს რისკებიც უნდა გაეთვალათ და ამ მატჩის ჩატარებაზე უარი ეთქვათ. [მომხდარს] ძალიან კარგად ორკესტრირებული და მკაცრი შეფასებები მოჰყვა თურქეთის მხრიდან და ამაში დავინახე ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თურქები, უკვე აღარ ექცევიან საქართველოს ისეთი პატივისცემით, რასაც ჩვენ ადრე ვხედავდით. ზედმეტად გამკაცრებული მომეჩვენა და ყველა მხრიდან წამოსული გზავნილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ჯეროვნად, საერთაშორისო ურთიერთობების, მათ შორის რეგიონულ ჭრილში აღარ გვაფასებენ.

კარგია, რომ მინისტრები საუბრობენ, მაგრამ მე აღმაშფოთა არა იმან, რომ თურქებმა გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, ტონმა აღმაშფოთა. ასეთი ტონით ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთანაც არის ჩამოყალიბებული კარგი ხარისხის სისტემური ურთიერთობები, არ ესაუბრებიან. ჩვენც გვაქვს შესაბამისი პრობლემები თურქეთის მიმართ. რამდენიმე ხნის წინ თურქეთის პარლამენტში ჩამოყალიბდა აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი, რამაც პრაქტიკულად რეაქციის გარეშე ჩაიარა. არადა ეს სერიოზული, მტკივნეული საკითხია. რეაქციის გარეშე არ უნდა დავტოვოთ ასეთი გადაწყვეტილებები. ასეთი საკითხების ჩვენი მხრიდან იგნორირება იწვევს შეგრძნებას ჩვენს პარტნიორებში, რომ ჩვენ სუსტი მხარე ვართ და აქედან გამომდინარე მკაცრდება ტონი ჩვენ მიმართ.

ჩვენ სისტემური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები გვაკავშირებს თურქებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად და სისტემურად არ უნდა ვიმუშაოთ თურქებთან და ყველა მეზობელთან, რომ ჩვენი ავტორიტეტი და სიტყვა იყოს უფრო წონიანი საერთაშორისო ურთიერთობებში. სხვათა შორის, მარტო თურქეთს ეს არ ეხება, გავიხსენოთ აზერბაიჯანში გიორგობას მომხდარი უსიამოვნო ფაქტი, როცა ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში არ შეუშვეს ადგილობრივი მლოცველები. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა.

ჩვენი ავტორიტეტი, რეპუტაცია და წონა რეგიონულ ურთიერთობებში იყო მნიშვნელოვანწილად იმითაც გამყარებული, რომ ჩვენ ყოველთვის ვითვლებოდით ევროკავშირისა და აშშ-ის სანდო, დასაყრდენ პარტნიორად რეგიონში. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ეს სერიოზული დასაყრდენი გამოგვეცალა. ცოტა აგდებული ტონიც... სულაც არ მსიამოვნებს, როგორც საქართველოს მოქალაქეს. ამისთანა პატარა ნაპრალებიდან ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული პრობლემები. ამ პრობლემების გადაწყვეტა და პრევენცია არის დიპლომატიის საქმე. შენ ამას უნდა ხედავდე, ვიდრე პრობლემა წარმოიქმნება და პრევენციული ზომებით არ უნდა მისცე საშუალება ამ პრობლემებს განვითარების“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ამასთან, მან გადაცემაში სტუმრობისას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ამ კონტექსტში მინსკში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„ადგილი ნამდვილად არ იყო სწორად შერჩეული. რაც შეეხება დროს ადრე თუ გვიან ეს მოლაპარაკებები უნდა გამართული, საუბრობენ მტერთანაც, თუნდაც არ გქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები. პრობლემები არის მოსაგვარებელი და ნებისმიერი კონფლიქტი და ომი მთავრდება მოლაპარაკებებითა და მშვიდობის ზავით. მეორე მხრივ, მივესალმები იმას, რომ გიორგი ზურაბაშვილი გარკვეულწილად გამოფხიზლდა ამ მოლაპარაკებების შედეგად და უფრო რეალისტურად აფასებს ამ ფორმატის მნიშვნელობას. იმედი მინდა მქონდეს, რომ უფრო წიგნიერად ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია შემდეგი რაუნდების ჩატარების მოლოდინში.

სულაც არ გამიკვირდა, რომ ისეთ გამოცდილ დიპლომატთან, როგორიც არის მიხაილ გალუიზინი, გაუჭირდა ბატონ გიორგის მოლაპარაკების ჩატარება. საინტერესოა, რომ ეს ორი მომლაპარაკებელი გარეგნულადაც წააგავს ერთმანეთს. ის, რომ უკმაყოფილოა ჩვენი მხარე, სხვა კუთხითაც შევაფასებდი. ხომ არ არის გარკვეული ტაქტიკური შეფასება და საზოგადოებაში თავის მოჩვენება, რომ შემდეგ რაუნდზე შედარებით უმნიშვნელო საკითხი იყოს მოგვარებული, ვგულისხმობ ღვინის კომპანიების სანქცირების საკითხს, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი დათმობის საფასურად. მაგალითად იმას, რომ ჩატარდება შემდეგი რაუნდი ან მოსკოვში, ან თბილისში, რაც მიმაჩნია უხეშ დიპლომატიურ შეცდომად, ამაზე ფიქრიც კი. ეს იქნება უფრო მეტად პროტოკოლურ- ოფიციალური ხასიათის მიცემა ამ შეხვედრისთვის, რომელიც არის დაუშვებელი ამ ვითარებაში. როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს მოლოდინი გვქონდეს რუსეთის მხრიდან დათმობებზე, გალუზინის პოზიცია არის თვალთმაქცური. რუსეთის ბაზარზე რომ დაიშვას რამდენიმე ჩვენი კომპანია და ამის საფასურად რუსული დროშის აფრიალება თბილისში, საზოგადოებაში ბუნებრივ პროტესტს გამოიწვევს და აქ სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება მთავრობა“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. ვალერი ჩეჩელაშვილი - თურქეთის ტონმა აღმაშფოთა, ეს ნიშნავს, რომ პატივისცემით აღარ გვექცევიან - ჩვენი რეპუტაცია გამყარებული იყო იმით, რომ რეგიონში დასავლეთის დასაყრდენად ვითვლებოდით! ამას უნდა მივხვდეთ! ამ პრობლემის გადაწყვეტა არის დიპლომატიის საქმე

თემა: თურქეთის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • პოსტივი·14:49
    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  • ამბები.ge·14:46
    აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა - რას წერს პატარაძე სოციალურ ქსელში?
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
თურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·15:35

ლევან სანიკიძე - ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით

ლევან სანიკიძე - ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით
ინტერპრესნიუსი·14:47

ნოდარ სირბილაძე - იმპორტზე ახალი გადასახადის ამოქმედების გამო, საქართველოში ტანსაცმელი მალე გაძვირდება - არსებობს საფრთხე, ამის დასაბალანსებლად მთავრობამ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი გააუქმოს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს

ნოდარ სირბილაძე - იმპორტზე ახალი გადასახადის ამოქმედების გამო, საქართველოში ტანსაცმელი მალე გაძვირდება - არსებობს საფრთხე, ამის დასაბალანსებლად მთავრობამ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი გააუქმოს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს
ინტერპრესნიუსი·14:28

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს - რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და მშვიდობა აირჩიოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს - რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და მშვიდობა აირჩიოს
ინტერპრესნიუსი·13:29

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მექას თავდაცვის პაქტი ოფიციალურად დაამტკიცა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მექას თავდაცვის პაქტი ოფიციალურად დაამტკიცა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.