ორიგინალი
ნოდარ სირბილაძე - იმპორტზე ახალი გადასახადის ამოქმედების გამო, საქართველოში ტანსაცმელი მალე გაძვირდება - არსებობს საფრთხე, ამის დასაბალანსებლად მთავრობამ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი გააუქმოს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს
ინტერპრესნიუსი·14:47

ნოდარ სირბილაძე - იმპორტზე ახალი გადასახადის ამოქმედების გამო, საქართველოში ტანსაცმელი მალე გაძვირდება - არსებობს საფრთხე, ამის დასაბალანსებლად მთავრობამ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი გააუქმოს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს

27 ნოემბერი, 2026 · 14:47

ერთი კილოგრამი ტანსაცმლის კომერციული მიზნებისთვის იმპორტის გადასახადი 3 ლარი იქნება. ეს გადასახადი არ ვრცელდება ევროკავშირიდან იმპორტირებულ ტანსაცმელზე არც მეორად ტანსაცმელზე, - ამის შესახებ „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ დირექტორმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილი ბიზნესები ზიანდებიან, რის გამოც, არსებობს საფრთხე, მთავრობამ განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი მთლიანად გააუქმოს. ეს თუ ასე მოხდება, მოქალაქეები დაიბეგრებიან.

„საქართველოში ტანსაცმელი სულ მალე გაძვირდება. 2026 წლის 25 ნოემბრიდან, საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. ერთი კილოგრამი ტანსაცმლის კომერციული მიზნებისთვის იმპორტის გადასახადი 3 ლარი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიამ 1 ტონა ტანსაცმელი რომ შემოიტანოს, 3 000 ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, თუ 10 ტონა იქნება, მაშინ 30 000 ლარი. ეს გადასახადი არ ვრცელდება ევროკავშირიდან იმპორტირებულ ტანსაცმელზე, არც მეორად ტანსაცმელზე, თუმცა მიმდინარე წელს, ახალი ტანსაცმლის, რაც ქვეყანაში შემოვიდა, დაახლოებით 89% ისეთ ქვეყნებზე მოდის, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. შესაბამისად, რაც კი ახალი ტანსაცმელი შემოდის, იმის 89% დაიბეგრება უფრო დიდი მოცულობით.

იმის გარდა, რომ მოსახლეობას ქვეყანაში ტანსაცმლის ყიდვა გაუძვირდება, მე ვხედავ კიდევ ერთ ძალიან დიდ საფრთხეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბუნებრივია, მსხვილი ბიზნესები ზიანდებიან, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ ამ ზიანის საპირწონედ მთავრობამ განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი მთლიანად გააუქმოს. ეს თუ ასე მოხდება, მაშინ ყველა ადამიანს, რომელიც საერთაშორისო პლატფორმებიდან ყიდულობს ტანსაცმელს ფეხსაცმელს და ასე შემდეგ დაიბეგრებიან ნებისმიერ შემთხვევაში, სულ რომ 10-ლარიანი მაისური გამოიწერონ უცხოეთიდან.

შედეგად მივიღებთ იმას, რომ თითოეულ მომხმარებელს, არ აქვს მნიშვნელობა ის ადგილზე ყიდულობს ტანსაცმელს, თუ ონლაინ, მათ პროდუქტი კიდევ უფრო გაუძვირდებათ“, - აცხადებს სირბილაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. ნოდარ სირბილაძე - იმპორტზე ახალი გადასახადის ამოქმედების გამო, საქართველოში ტანსაცმელი მალე გაძვირდება - არსებობს საფრთხე, ამის დასაბალანსებლად მთავრობამ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი გააუქმოს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს

თემა: ლარი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • პუბლიკა·13:38
    REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში
  • BPN·12:45
    სამი ახალი ხიდი, წრიული მოძრაობის კვანძები - სტეფანწმინდის შემოსავლელი გზის მშენებლობაზე 143.8 მლნ ლარის ტენდერი გამო...
  • კომერსანტი·10:00
    საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის – ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე
  • ალია·22:51
    “ყველაზე იაფი თევზი, ღარიბების საჭმელი, კილო 20 ლარი ღირს” – ზურაბ ბაუჟაძე
ლარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·15:35

ლევან სანიკიძე - ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით

ლევან სანიკიძე - ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით
ინტერპრესნიუსი·14:28

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს - რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და მშვიდობა აირჩიოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს - რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და მშვიდობა აირჩიოს
ინტერპრესნიუსი·13:29

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მექას თავდაცვის პაქტი ოფიციალურად დაამტკიცა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მექას თავდაცვის პაქტი ოფიციალურად დაამტკიცა
ინტერპრესნიუსი·13:24

კახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის

კახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.