ორიგინალი
REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში
პუბლიკა·13:38

REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში

27 ნოემბერი, 2026 · 13:38

საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) ეხმაურება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებას, რომლითაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის (სეს ესნ 61–65 ჯგუფები) იმპორტისას საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა.

ასოციაცია შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს სექტორთან სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრის ჩანიშვნას სთხოვს.

REA-ს განცხადებით, ახალი საფასური არ ანაცვლებს დღგ-ს ან იმპორტის გადასახადს, ხოლო გამონაკლისებში არ შედის თურქეთის და ჩინეთის ბაზრები, საიდანაც საქართველოს საცალო სექტორის იმპორტის უდიდესი წილი შემოდის.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება და მისი მიღების ფორმა ადგილობრივი ბიზნესის მიმართ არასამართლიანია სამი ძირითადი მიზეზის გამო:

ხარჯების ზრდა: ასოციაციის განმარტებით, საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური აქამდე ერთ დეკლარაციაზე ფიქსირებულ თანხას (მაქსიმუმ 500 ლარს) შეადგენდა, კილოგრამზე 3-ლარიანი განაკვეთი კი ერთ ტვირთზე ხარჯს ათეულობით ათას ლარამდე ზრდის (მაგალითად, 10 ტონაზე — 30 000 ლარამდე, 20 ტონაზე — 60 000 ლარამდე). REA-ს შეფასებით, რადგან საფასური წონაზეა მიბმული და არა ღირებულებაზე, ის განსაკუთრებით დაბალ და საშუალო საფასო სეგმენტს აზარალებს. წინასწარი კომუნიკაციის არარსებობა: განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულაცია სექტორთან წინასწარი კონსულტაციისა და დიალოგის გარეშე მიიღეს და ბიზნესს გათვლების წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა. მოკლე ვადა: დადგენილების გამოქვეყნებიდან (17 ნოემბერი) მის ამოქმედებამდე (25 ნოემბერი) 8 დღე გავიდა. ასოციაციის თქმით, ამ ვადაში კომპანიებისთვის პროცესების გადაწყობა შეუძლებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა შეკვეთილი ტვირთების ნაწილი უკვე გზაშია ან გაფორმების მოლოდინშია.

REA-ს შეფასებით, რეგულაცია გამოიწვევს ფასების ზრდას როგორც ბაზრობებზე, ისე სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილ ბრენდულ მაღაზიებში, რადგან ევროპული ბრენდების დიდი ნაწილიც აზიასა და თურქეთში იწარმოება და EUR.1 სერტიფიკატს არ ფლობს.

ასოციაცია ასევე მიუთითებს უცხოურ ონლაინპლატფორმებთან (Wildberries, Temu, Shein, Trendyol, AliExpress და სხვ.) არსებულ კონკურენციაზე.

განცხადების მიხედვით, ვინაიდან ახალი რეგულაცია არ ეხება ფორმა №4-ით გაფორმებულ ამანათებს და უცხოური პლატფორმები 300-ლარიანი დაუბეგრავი ზღვრის პირობებში ოპერირებენ, ისინი ადგილობრივ იმპორტიორებთან შედარებით დამატებით ფასობრივ უპირატესობას იღებენ, რაც ადგილობრივ დასაქმებასა და ეკონომიკაზე აისახება.

REA-ს მოჰყავს მონაცემები, რომელთა თანახმადაც 2024 წელს საერთაშორისო ონლაინგამოწერების მოცულობა 1.6 მილიარდ ლარს აჭარბებდა, ადგილობრივი ელ-კომერცია კი 0.5 მილიარდი ლარი იყო.

ასოციაცია სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართავს თხოვნით, უახლოეს პერიოდში ჩაინიშნოს სამუშაო შეხვედრა საფასურის დათვლის წესისა და ოდენობის მიზანშეწონილობის განსახილველად და ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად — მათ შორის, ნეტო/ბრუტო წონის დათვლის წესის, შერეული დეკლარაციებისა და დადგენილების ამოქმედებამდე გამოგზავნილ ტვირთებზე რეგულაციის გავრცელების საკითხებზე.

25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების შესახებ 2010 წლის დადგენილებაში.

ცვლილებით განისაზღვრა ახალი, წონის მიხედვით გამოსათვლელი მომსახურების საფასური.

ახალი წესის მიხედვით, საქონლის იმპორტისას – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას – განისაზღვრა საფასური: ყოველ ერთ კილოგრამზე 3 ლარი.

ეს საფასური დაემატა შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების ჩამონათვალს და ვრცელდება სეს ესნ-ის 61–65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე, მათ შორისაა:

ტანსაცმელი და ტანსაცმლის დანამატები (როგორც ნაქსოვ/ტრიკოტაჟი, ისე ქსოვილისგან შეკერილი ნაწარმი); სხვა მზა საფეიქრო ნაწარმი, მათ შორის თეთრეული, ფარდები და პლედები; ფეხსაცმელი, გეტრები და მათი ნაწილები; თავსაბურავები და მათი ნაწილები.

დადგენილებაში გათვალისწინებულია გამონაკლისები. კერძოდ, კილოგრამზე სამი ლარის ახალი საფასური არ ეხება:

მეორად ტანსაცმელსა და სხვა ნახმარ ნივთებს, ასევე ნახმარი ან ახალი ქსოვილის ნარჩენებს (6309 და 6310 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებულ საქონელს); საქონელს, რომლის გაფორმებისას წარდგენილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ან დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია; შემთხვევებს, როდესაც გაფორმება ხდება საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული სპეციალური ფორმის („ფორმა 4“-ის) გამოყენებით, ან როცა პირი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან.

ასევე იხილეთ 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის გაფორმებაზე კილოგრამზე 3 ლარის საფასური ამოქმედდა 25 ნოემბერი, 2026

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში

თემა: ლარი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • BPN·12:45
    სამი ახალი ხიდი, წრიული მოძრაობის კვანძები - სტეფანწმინდის შემოსავლელი გზის მშენებლობაზე 143.8 მლნ ლარის ტენდერი გამო...
  • კომერსანტი·10:00
    საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის – ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე
  • ალია·22:51
    “ყველაზე იაფი თევზი, ღარიბების საჭმელი, კილო 20 ლარი ღირს” – ზურაბ ბაუჟაძე
  • ნიუპოსტი·22:12
    მეწარმეებს კილოგრამი ტანსაცმლის განბაჟება 3 ლარი დაუჯდებათ - რა კატეგორიის საქონელზე ვრცელდება ახალი ტარიფი
ლარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·14:14

აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
პუბლიკა·13:42

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ
პუბლიკა·12:36

TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს
პუბლიკა·11:18

SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება

SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.