ორიგინალი
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
ინტერპრესნიუსი·23:08

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

28 ნოემბერი, 2026 · 23:08

თავისუფლების მოედანზე ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, საპროტესტო აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა.

მანამდე მოქალაქეებმა სამი ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ორბელიანის მოედანზე, საიდანაც მარშით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ასევე ბანერები სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის წარწერით.

დღევანდელი აქცია მიეძღვნა 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

თემა: აქციაზე

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • GHN·00:08
    ალბანეთში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
  • იმედი·23:09
    ნანა კაკაბაძე: სწორედ ის დაგვანახვა 28 ნოემბრის საპროტესტო აქციამ, რომ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერა გააჩნიათ და შეიძლება, ხელისუფლების მიმართ ბევრს მრავალი პრეტენზიაც ჰქონდეს (ბევრი სამართლიანიც), მაგრამ მის ალტერნატივას იმ ძალებში კატეგორიულად ვერ ხედავს, ვინც ორთვიანი დაძაბული საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ხალხის მხოლოდ ამ რაოდენობის შეგროვება და მხოლოდ ნახევარსაათიანი მიტინგის ჩატარება შეძლო
  • რუსთავი 2·22:11
    შერჩევითი მეხსიერება, პოლიტიკური ტაქტიკა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ სავიზიტო ბარათად აქცია - რას აჩვენებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი
  • ფორმულა·22:07
    სტრატეგია აღმაშენებელი: მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს
აქციაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.