ორიგინალი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო
აიპრესი·11:11

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო

29 ნოემბერი, 2026 · 11:11

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ მეუღლესთან ერთად დაესწრო.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ მიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ მიულოცეს.

დღესასწაულის ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მონაწილეებს საკუთარი ნაწარმის წარდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუმრები გაეცნენ ქედის ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ ხელობას და ადგილობრივ სამზარეულოს.

ღონისძიებაზე საპატიო ქედელები და სასპორტო სკოლის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ. ზურაბ პატარაძემ ჯილდო ლევან გორგილაძეს და მზიური შავაძეს გადასცა. დღესასწაული კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:28

ირაკლი კობახიძე: როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ

ირაკლი კობახიძე: როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
აიპრესი·12:16

ანა წითლიძე: ვინ გადაწყვიტა, რომ "ნაცმოძრაობისთვის" სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?

აიპრესი·11:54

პატიმრის შენახვა დღეში 130 ევრო ჯდება: საფრანგეთის სენატმა მსჯავრდადებულებისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაამტკიცა

პატიმრის შენახვა დღეში 130 ევრო ჯდება: საფრანგეთის სენატმა მსჯავრდადებულებისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაამტკიცა
აიპრესი·11:10

როგორ გააორმაგა ფრანგულმა სოფელმა მოსახლეობა უფასო მიწის ნაკვეთების შეთავაზებით

როგორ გააორმაგა ფრანგულმა სოფელმა მოსახლეობა უფასო მიწის ნაკვეთების შეთავაზებით
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.