ორიგინალი
როგორ გააორმაგა ფრანგულმა სოფელმა მოსახლეობა უფასო მიწის ნაკვეთების შეთავაზებით
აიპრესი·11:10

როგორ გააორმაგა ფრანგულმა სოფელმა მოსახლეობა უფასო მიწის ნაკვეთების შეთავაზებით

29 ნოემბერი, 2026 · 11:10

საფრანგეთში, კანტალის რეგიონის პატარა სოფელმა პარლანმა მოსახლეობის გაორმაგება და ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება ახალი მცხოვრებლებისთვის მიწის ნაკვეთების უფასოდ გადაცემის პროგრამით შეძლო.

ინიციატივა 2008 წელს მერმა მიშელ ტეისედუმ დაიწყო, როდესაც მოსწავლეთა სიმცირის გამო სოფლის სკოლამ მასწავლებლის შტატი დაკარგა.

მუნიციპალიტეტი შეისყიდის მიწებს და უფასოდ (ან სიმბოლურ ფასად — 1000 კვ.მ-ს 5 ევროდ) გადასცემს მათ, ვინც საცხოვრებელს პირველად იძენს. სანაცვლოდ, ახალმოსახლეები ვალდებულნი არიან, ააშენონ სახლი და სოფელში მინიმუმ 10 წელი იცხოვრონ. შედეგად, სოფელში 30-მდე ოჯახი გადავიდა, მოსახლეობა 280-დან 504-მდე გაიზარდა, სკოლაში მოსწავლეთა რიცხვმა კი 32-დან 56-ს მიაღწია.

მოსახლეობის მისაზიდად მერიამ ინფრასტრუქტურაშიც ჩადო ინვესტიცია: გაიხსნა სასურსათო მაღაზია, საცხობი, საპარიკმახერო, რესტორანი და ოსტეოპათის კაბინეტი, რათა ადგილობრივებს 35 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ორიაკში სიარული აღარ დასჭირვებოდათ.

"ვფიქრობ, სწორი მიდგომაა ვიკითხოთ არა ის, თუ რა ჯდება ეს, არამედ ის, თუ რა მოგება მოაქვს. არ არსებობს ტერიტორიები მომავლის გარეშე, არსებობს მხოლოდ ტერიტორიები პროექტის გარეშე" — აცხადებს სოფლის მერი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. როგორ გააორმაგა ფრანგულმა სოფელმა მოსახლეობა უფასო მიწის ნაკვეთების შეთავაზებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:28

ირაკლი კობახიძე: როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ

ირაკლი კობახიძე: როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
აიპრესი·12:16

ანა წითლიძე: ვინ გადაწყვიტა, რომ "ნაცმოძრაობისთვის" სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?

აიპრესი·11:54

პატიმრის შენახვა დღეში 130 ევრო ჯდება: საფრანგეთის სენატმა მსჯავრდადებულებისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაამტკიცა

პატიმრის შენახვა დღეში 130 ევრო ჯდება: საფრანგეთის სენატმა მსჯავრდადებულებისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაამტკიცა
აიპრესი·11:11

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.