ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ და ხის ჯოხებით ცდილობდნენ სამთავრობო შენობებზე ქუჩის კამერებისა და ფანჯრების ჩამსხვრევას, რა დროსაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამასთან, დემონსტრანტებმა პოლიციელების მისამართით ფოიერვერკებიც გამოიყენეს.
ალბანეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მაისის ბოლოდან იმართება. დემონსტრაციები გარემოს დაცვის მოთხოვნით თავდაპირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ. პროტესტი ცნობილი გახდა როგორც „ფლამინგოს მოძრაობა“. პროტესტი თანდათან პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა და ალბანეთის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
