ისრაელის ელჩი: სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს
ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმები, წაქეზება, დაშინება, უეფას წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია და ასევე უპასუხისმგებლობაა მათი არ დაგმობა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, როდესაც ისრაელის კლუბის მონაწილეობით გამართული მატჩის ირგვლივ ძალადობა იფეთქებს, უპირველესი მოვალეობა გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმები, წაქეზება, დაშინება, უეფას წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია და ასევე უპასუხისმგებლობაა მათი არ დაგმობა. ყველასთვის ნათელია და კარგად არის დოკუმენტირებული, რომ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი ბათუმში, საქართველოში, ისროლეს საგნები, დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს და დაშავდა სამი პოლიციელი, რასაც 16 ადამიანის დაკავება მოჰყვა. ეს დაიწყო ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობის დროს, რომ აღარაფერი ვთქვათ მიუღებელ სლოგანებსა და გამოფენილ ბანერებზე. როგორც ელჩი, ძალიან შეშფოთებული ვარ მშვიდობიანი ისრაელელი გულშემატკივრების უსაფრთხოებითა და სიცოცხლით, რომლებმაც გრძელი გზა გამოიარეს ბათუმამდე, „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დასასწრებად. ისინი მხოლოდ თავიანთი გუნდის გასამხნევებლად ჩამოვიდნენ. როდესაც ისრაელის კლუბის მონაწილეობით გამართული მატჩის ირგვლივ ძალადობა იფეთქებს, უპირველესი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს გულშემატკივრები უსაფრთხოდ იყვნენ“, – განაცხადა ვალიდ აბუ ჰაიამ.
როგორც ვალიდ აბუ ჰაიამ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობა საუკეთესოდ მიიღწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, ძალადობის უარყოფით და არა მისი დაცვით.
„ბეშიქთაშის“ ექსტრემისტული გულშემატკივრების ქცევისთვის „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“, – ამის წოდება სამართლიანად აღწერს სპორტული ღონისძიების ასეთი ძალადობრივი დარღვევის ბუნებას და ეს არ არის იურიდიული ბრალდება. სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს. როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ ადგილს აგრესიის სცენად აქცევენ, დუმილი ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობა საუკეთესოდ მიიღწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, ძალადობის უარყოფით და არა მისი დაცვით“, – წერს საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია.
Violence, vandalism, attacks on police officers, incitement, intimidation, violating UEFA rules are irresponsible acts, and also not condemning them is as well irresponsible. It’s clear to all and well documented that Beşiktaş fans violated public order in Batumi Georgia, threw objects, damaged stadium infrastructure, physically confronted law enforcement, and injured three officers, leading to 16 arrests. This began during the march from Europa Square toward the stadium, not to mention the unacceptable slogans and banners that had been displayed. As an ambassador who was deeply concerned for the safety and lives of the peaceful Israeli fans, who traveled all the way to Batumi to a game hosted there by Beşiktaş against their team, simply to support their team, you would understand the gravity of the situation. When violence erupts around a match involving an Israeli club, the primary duty is to make sure those supporters are protected and safe. Labeling the behavior of the extreme fans of Beşiktaş “terrorism in a sports arena” rightly describes the nature of the such violent disruption in a sporting event, and it’s not a legal charge. Sport must remain free of violence, intimidation and political incitement. When fans turn a neutral venue into a stage for aggression, silence would have been the real irresponsibility. A deep friendship between countries is best served by upholding public order and rejecting violence, not by defending it. — Walid Abu Haya 🇮🇱 (@WalidAbuHaya1) November 27, 2026
