ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა
ეროვნულ ლიგაში ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ბათუმის „დინამომ“ სახლში დორის „დილას“ სძლია და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „იბერია 1999-ს“ ორი, თბილისი „დინამოს“ კი სამი ქულით უსწრებს. „დინამო“ ბათუმი - „დილა“ გორი 2:0(1:0) გოლები: 28' და 81' თორნიკე კირკიტაძე საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდების დარჩენილი შეხვედრები: 29.11 „მეშახტე“ — „დინამო“ თბილისი 30.11 „რუსთავი“ — „სპაერი“ 01.12 „იბერია 1999“ — „დინამო“ ბათუმი 05.12 „დინამო“ — „სამგურალი“ 05.12 „იბერია 1999“ — „რუსთავი“ 05.12 „დინამო“ ბათუმი — „ტორპედო“

მოამზადა რაულ კაპანაძემ
