ორიგინალი
„სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს
აიპრესი·23:06

„სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს

27 ნოემბერი, 2026 · 23:06

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს და ზელენსკის მოსკოვში ჩაყვანას სთავაზობს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„იმის თქმა, რომ [უკრაინის] მიწები უძველესი დროიდან რუსული იყო… უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, რუსული მიწები ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო. გახსოვთ? მაშასადამე, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს – მონღოლეთს?“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თავად პუტინსაც კარგად ესმის ამ არგუმენტის უსაფუძვლობა, ამასთან, ლუკაშენკომ მას „გამჭრიახი და ჭკვიანი პოლიტიკოსი“ უწოდა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ინტერვიუში ლუკაშენკომ კვლავ დაიცვა რუსეთის პოზიცია, შეაქო პუტინთან თავისი მეგობრობა და როგორც „სიენენი“ წერს, კვლავ გაიმეორა „რუსული პროპაგანდის ყალბი ნარატივი, თითქოს ომი უკრაინამ რუსი ხალხის ხოცვითა და დაწვით დაიწყო“. ლუკაშენკომ ასევე ისაუბრა პუტინთან თავის უშუალო ურთიერთობაზე და ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და დასავლელი ლიდერების დამოკიდებულებას შეადარა.

„მე და პუტინს შეგვიძლია, ერთად ვიხუმროთ და ერთმანეთს სახელებით, არაფორმალურად მივმართავთ. ის სრულიად უშუალოა… ტრამპს მსგავს რამეს ვერასდროს ეტყოდით. ვაშინგტონში, მაგიდის გარშემო თუთიყუშებივით ისხედით, გეშინოდათ მისთვის რამის თქმა… ბოდიში ამ გამოთქმისთვის. ის ამბობდა ყველაფერს, რაც სურდა, დამცინავი ტონითაც კი. ჩვენს შორის ეს უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში პუტინთან შესახვედრად პირადად გაჰყვეს.

„შემიძლია მასთან ერთად ჩავჯდე თვითმფრინავში და მოსკოვში გავფრინდე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტი“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს ეს ინიციატივა უარყო და მას არასერიოზული უწოდა.

„ჩვენ ომში ვართ, არ შეგვიძლია, შევხვდეთ მოსკოვში, არ შეგვიძლია, შევხვდეთ კიევში. ეს ყველას შესანიშნავად გვესმის. როდესაც ვინმე ასეთ რამეს ამბობს, ეს უბრალოდ არასერიოზული საუბარია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სამშვიდობო პერსპექტივებზე საუბრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი საბოლოოდ მთელ დონბასს დაიკავებს, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა კრემლის ზოგიერთი მაქსიმალისტური მოთხოვნა, მათ შორის ნატო-ს საზღვრების 1997 წლის მდგომარეობაში დაბრუნება. მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებები მოლაპარაკებების საწყისი ეტაპის ნაწილია, სადაც ორივე მხარე მაქსიმალური პირობებით იწყებს ვაჭრობას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. „სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 215 სტატია.

  • ფორმულა·00:48
    უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა
  • GHN·00:19
    რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters
  • რადიო თავისუფლება·21:57
    უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
  • იმედი·21:35
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებს შავი ზღვის აკვატორიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები გაუგზავნა და ახლა რუსეთის პასუხს ელოდება
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·00:18

„ჰაიდენჰაიმი“ 3:1 „ნიურბერგი“ — ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა

„ჰაიდენჰაიმი“ 3:1 „ნიურბერგი“ — ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა
აიპრესი·23:44

„როიტერი“ – ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში შეაღწიეს

„როიტერი“ – ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში შეაღწიეს
აიპრესი·21:58

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა
აიპრესი·21:03

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.