ორიგინალი
ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან
აიპრესი·16:56

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

27 ნოემბერი, 2026 · 16:56

დღეს, 27 ნოემბერს, IWSC -ის კომპეტენტური ჟიური ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსან ღვინოებს გამოავლენს. წელს კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა და ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო ისევ საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო ღვინის კონკურსი IWSC 2027 საქართველოში ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს კვლავ გააერთიანებს. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ოთხი ქვეყანა მიიღებს: საქართველო, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

IWSC წელს საქართველოში მეხუთედ დაბრუნდება და საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. კონკურსი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის, კიდევ უფრო გააძლიერონ ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა, მოიპოვონ პროფესიული აღიარება და დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები გლობალურ ბაზარზე.

წელს, პირველად ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ. IWSC-ის კონკურსის გამარჯვებულებს შორის შეირჩევა ერთი მონაწილე, რომელსაც 2027 წელს ლონდონში, London Wine Fair-ზე საკუთარი ღვინის წარდგენის შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, რომ IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში ჩატარდება. ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ.

აღსანიშნავია, ჟიურის წევრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასეს მათი უნიკალური ნიშან-თვისებები და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს საკონკურსო ღვინოები, რომლებიც სხვადასხვა მეღვინეობების მიერ იყო წარმოდგენილი, შეისწავლეს მათი ნიშან-თვისებები და წარმოების ინდივიდუალური სტილი, გაეცნენ მათ უნიკალურ ნიშან-თვისებებს და თითოეული მეღვინეობის ინდივიდუალურ სტილს. საქართველოში IWSC-ის მეხუთე ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების მზარდ ინტერესს და ქვეყნის, როგორც ღვინის უძველესი კულტურისა და მრავალფეროვანი მეღვინეობის ტრადიციების მქონე სახელმწიფოს, პოზიციონირების მნიშვნელობას.

ტრადიციულად, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.ჟიურის შემადგენლობას IWSC-ის გამოცდილი მსაჯი, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისა ბალი (Isa Bal MS) უხელმძღვანელებს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და განვითარებადი რეგიონების აქტიური მხარდამჭერია. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

2022 წლიდან მოყოლებული, IWSC საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ექსპერტები უშუალოდ საქართველოში გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, კულტურასა და მეღვინეებს. შეფასების პარალელურად, ჟიურის წევრები სტუმრობენ მეღვინეობებს, ხვდებიან მეღვინეებს და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მეღვინეობის მრავალფეროვნებას. ეს მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ქართული ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

თემა: ღვინის

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • კომერსანტი·16:20
    კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ - სამინისტრო
  • იმედი·14:17
    მარიამ ლაშხი: რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ღვინის კომპანიების სანქცირების გადაწყვეტილებაც არის უსამართლო მიდგომა - ერთადერთი ახსნაა, კიდევ ერთი, დამატებითი საშუალება და წყარო მისცეს ოპოზიციურ მხარეებს, მათ ფავორიტ სააკაშვილს
  • BM.GE·13:43
    კახა კალაძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას და უნივერსიტეტების დამეგობრების შეთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს
  • GHN·13:24
    რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვთავაზობს, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს - კალაძე
ღვინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·16:50

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ - ათეულობით მილიონია დახარჯული

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ - ათეულობით მილიონია დახარჯული
აიპრესი·16:45

მიხეილ სააკაშვილი: ყირგიზეთის მოვლენებისას სოროსმა დამირეკა, თავი დამენებებინა აკაევისთვის, თუ არა დიდი სისხლისღვრა იქნებაო, გაირკვა, რომ აკაევთან ბიზნესს აკეთებდა, მე შორს გავუშვი და მტკიცე უარი ვუთხარი

მიხეილ სააკაშვილი: ყირგიზეთის მოვლენებისას სოროსმა დამირეკა, თავი დამენებებინა აკაევისთვის, თუ არა დიდი სისხლისღვრა იქნებაო, გაირკვა, რომ აკაევთან ბიზნესს აკეთებდა, მე შორს გავუშვი და მტკიცე უარი ვუთხარი
აიპრესი·16:34

სულხან თამაზაშვილი: მადლობა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას

სულხან თამაზაშვილი: მადლობა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
აიპრესი·15:42

თამარ ჩერგოლეიშვილი: ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.