ორიგინალი
გიორგი კალანდარიშვილი: ვამკვიდრებთ ტრადიციას, აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“, ეს არის არამხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება
აიპრესი·20:07

გიორგი კალანდარიშვილი: ვამკვიდრებთ ტრადიციას, აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“, ეს არის არამხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება

26 ნოემბერი, 2026 · 20:07

ცესკო-ს ინიციატივით, დაწესდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე და მისი აღნიშვნის თარიღად 22 ნოემბერი განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 22 ნოემბერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული დღეა და მისი დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საარჩევნო ადმინისტრაციის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პროფესიული საქმიანობის დაფასების მიმართულებით. მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რადგან, არჩევნების ორგანიზებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საარჩევნო კულტურის განვითარება, ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნული თარიღი არა მხოლოდ სიმბოლურ, არამედ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ დატვირთვასაც ატარებს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროფესიულ დღედ 22 ნოემბრის განსაზღვრა ქვეყნის საარჩევნო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება: 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. აღნიშნულმა საკანონმდებლო აქტმა საფუძველი ჩაუყარა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებას. ამასთან, საარქივო მასალების თანახმად, სწორედ 1918 წლის 22 ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა.

„ჩვენ ახლა ეროვნულ სასახლეში ვიმყოფებით, რადგან სწორედ ამ შენობაში, 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღეს პირველი ქართული საარჩევნო სამართლებრივი აქტი – საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი ,,დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა”. ეს ისტორიული თარიღი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და მათი არჩევანის თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ საფუძველზე დაყრდნობით, 2026 წლიდან ჩვენ ვამკვიდრებთ ახალი ტრადიციას – ყოველწლიურად აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა. ეს არის ჩვენი ქვეყნის საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება, იმ ადამიანების შრომის პატივისცემა და დაფასება, რომლებიც ამ პროცესის განვითარებაში იღებდნენ მონაწილეობას. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალი თაობებისთვის ამ ღირებული ისტორიის გაზიარება. გვჯერა, რომ ისტორიის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას ღირსეულად ვცეთ პატივი ჩვენს წარსულს, უკეთ გავიაზროთ დღევანდელი პასუხისმგებლობა და მომავლის მნიშვნელობა“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“ წარუდგინა. პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ისტორიულ განვითარებას, მის სამართლებრივ საფუძვლებსა და საარჩევნო ადმინისტრირების ევოლუციას შეეხებოდა. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია იყო. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პროფესიული დღის აღსანიშნავად ღონისძიება ეროვნულ სასახლეში გაიმართა და ის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ცესკო-ს, უსკო-ს, საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. გიორგი კალანდარიშვილი: ვამკვიდრებთ ტრადიციას, აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“, ეს არის არამხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·20:52

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიპრესი·20:29

დონალდ ტრამპი: პუტინთან დისკუსიებისას დიდი დრო დავუთმე საუბარს, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ

დონალდ ტრამპი: პუტინთან დისკუსიებისას დიდი დრო დავუთმე საუბარს, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ
აიპრესი·19:57

სერგეი ლავროვი: ევროპა, აშშ და მათი მოკავშირეები ვეღარ შეძლებენ სხვებისთვის იმის განსაზღვრას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, მათ მოუწევთ მოლაპარაკება

სერგეი ლავროვი: ევროპა, აშშ და მათი მოკავშირეები ვეღარ შეძლებენ სხვებისთვის იმის განსაზღვრას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, მათ მოუწევთ მოლაპარაკება
აიპრესი·19:03

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.