ორიგინალი
გივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უნივერსიტეტია აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს
აიპრესი·11:31

გივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უნივერსიტეტია აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს

28 ნოემბერი, 2026 · 11:31

„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ‘‘, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლეებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა, საგამონაკლისო წესით, უკვე მიმდინარე წლიდან ექნებათ.

„დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ.

კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ.

შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან – 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძის თმით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი მოსწავლეებისთვის დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კონკურსში მონაწილეობის პირობები, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი - კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, გლობალურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ ამ მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს‘‘, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. გივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უნივერსიტეტია აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:02

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანი დაღუპული იპოვეს

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანი დაღუპული იპოვეს
აიპრესი·11:48

გივი მიქანაძე: ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ

გივი მიქანაძე: ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ
აიპრესი·11:45

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
აიპრესი·11:42

გიორგი ზურაბაშვილმა, ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხრისტო დიკანსკისთან

გიორგი ზურაბაშვილმა, ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხრისტო დიკანსკისთან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.