ორიგინალი
გურამ მაჭარაშვილი: "ნაცმოძრაობა" რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა
აიპრესი·11:53

გურამ მაჭარაშვილი: "ნაცმოძრაობა" რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა

26 ნოემბერი, 2026 · 11:53

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ და მოგვიანებით წაშლილ პოსტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სააკაშვილის მიერ “ვარდების რევოლუციაში” იგორ ივანოვის როლის აღიარება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უცხო სახელმწიფოს დახმარებით მოვიდა. მაჭარაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილს უფრო მეტი მხარდაჭერა ამერიკელებმა გაუწიეს თუ რუსებმა, რადგან ორივე შემთხვევაში უცხო ქვეყნის დახმარებაზეა საუბარი.

„რაც წლები გადის, სააკაშვილს მით უფრო უჭირს შეგუება იმასთან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ასეთ დროს ნერვები უმტყუნებს ხოლმე და წამოსცდება სიმართლე.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ [სააკაშვილის თქმით] რევოლუცია უცხო სახელმწიფომ მოაწყო. სააკაშვილი არაფრის მომწყობი არ იყო თვითონ და სხვა ქვეყანა დაეხმარა ამაში - ეს უკვე აღიარებითი ჩვენებაა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხელისუფლებაში უცხო სახელმწიფოს დახმარებით მოვიდა.

ახლა ჩვენი გასარჩევი ის არ არის, რუსებმა მისცეს სააკაშვილს მეტი მხარდაჭერა თუ ამერიკელებმა. შეიძლება, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მე მგონია, რომ ორივემ, სავარაუდოდ. სააკაშვილისთვის შეღავათი არ იქნება, თუ დავადგენთ, უფრო მეტი ამერიკელი დაეხმარა თუ რუსი.

ერთადერთი, რაც მას კიდევ ზედმეტ ტვირთად დააწვება, არის ის, რომ სააკაშვილი მუდმივად ამბობდა - რუსები ჩვენი მტრები არიანო და ახლა სხვა რაღაცას ამბობს.

თავის დროზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთზე ამბობდა, რომ საქართველოში რუსული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს და რუსი ტურისტებიც უნდა ჩამოვიდნენო, რადგან რუსულ საქმეს აკეთებდა მაშინაც და ახლაც მათ საქმეს აკეთებს.

რაც შეეხება მის აღიარებას - რომც არ აღიაროს, ამის მტკიცებულებაც არსებობს.

სანამ იგორ ივანოვი საქართველოში ჩამოვიდოდა, სააკაშვილი კარგ ხასიათზე ნამდვილად არ იყო, მაგრამ როცა ივანოვი ჩამოვიდა, ხელი ჩამოართვა და ერთმანეთს გადაეხვივნენ, სააკაშვილი პრაქტიკულად დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა და, შესაბამისად, ძალიან კარგ ხასიათზე დადგა - ამის ვიდეოებიც არსებობს.

სააკაშვილი ამ ფაქტს რომ აღიარებს, ამაში უჩვეულო არაფერია.

მისი ეს პოსტი წაიშალა გასაგები მიზეზების გამო - ეტყობა, ჯერ კიდევ დარჩენილმა მომხრეებმა ურჩიეს პოსტის აღება - როგორც ჩანს, შემდეგ თვითონაც მიხვდა, რომ ნამეტანი აღიარება იყო ეს ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იგორ ივანოვისა და სააკაშვილის შეხვედრის ვიდეოები არსებობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ ივანოვს დიდი როლი აქვს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში.

ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგი მტკიცებულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო ქვეყნის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - ამ შემთხვევაში რუსეთის - რაც თვითონ აღიარა; სააკაშვილი რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა,“-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. გურამ მაჭარაშვილი: "ნაცმოძრაობა" რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • ალია·03:11
    “საქართველოს უჭკუო ხელისუფლებამ ყველა ეს საფრთხე ბათუმს დაატეხა თავზე!” – ირაკლი მელაშვილი
  • იმედი·22:21
    უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“
  • რუსთავი 2·18:37
    ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
  • BM.GE·18:18
    საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას აკრიტიკებს
ხელისუფლებისსააკაშვილის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·10:57

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
აიპრესი·10:25

შალვა პაპუაშვილი: ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ევროკავშირს მმართველი ძალა ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვის ცილისწამებას დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს

შალვა პაპუაშვილი: ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ევროკავშირს მმართველი ძალა ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვის ცილისწამებას დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს
აიპრესი·10:18

რუსთავში ნაპოვნი ბუ და "წითელი ნუსხით" დაცული 3 გადარჩენილი ბუხრინწა ველურ ბუნებაში დააბრუნეს

რუსთავში ნაპოვნი ბუ და "წითელი ნუსხით" დაცული 3 გადარჩენილი ბუხრინწა ველურ ბუნებაში დააბრუნეს
აიპრესი·10:12

აიაზმა-ნინოწმინდას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.