ორიგინალი
ლიბიაში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, ორი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადეს
აიპრესი·09:55

ლიბიაში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, ორი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადეს

26 ნოემბერი, 2026 · 09:55

ლიბიის სანაპიროსთან რუსულ სამხედრო ხომალდ "მერკურისა" და სატვირთო გემზე უკრაინული თავდასხმების შედეგად ორი ლიბიელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ჩრდილოაფრიკული ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლებამ განაცხადა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა უსამა ჰამადმაც. მანამდე საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულმა აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ ვითარების გარკვევა მოითხოვა. მათ გაეროს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო ყოფნასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება სთხოვეს. ბენღაზიში განაცხადეს, რომ ლიბიის სუვერენიტეტი დაირღვა.

ამავდროულად, პარიზში ხმელთაშუა ზღვაში უკრაინელი სამხედროების მოქმედებებს მხარი დაუჭირეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ტელეარხ TF1-ის ეთერში უკრაინის თავდაცვის უფლებაზე ისაუბრა. "რას ვიზამდით ჩვენ, მოწინააღმდეგეს, დამპყრობელს დღე და ღამე რომ დავებომბეთ? თავს დავიცავდით და თავდაცვის ჩვენს განუყოფელ უფლებას გამოვიყენებდით. სწორედ ამას აკეთებენ უკრაინელები", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ბარომ დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის მასშტაბების გაფართოებაზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში გასცემს უკრაინის დაბომბვის ბრძანებებს და განუწყვეტლივ სჩადის აგრესიის აქტებს, რითაც ევროპელებზე ზეწოლას ახდენს.

წინა საღამოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ ხმელთაშუა ზღვაში ორ რუსულ გემზე უკრაინის თავდასხმებს სამხედრო წარმატება უწოდა. ტელეარხ France 5-ის ეთერში მან განაცხადა, რომ ეს ინციდენტი აჩვენებს უკრაინის უნარს, დაასუსტოს რუსეთი მისი გავლენის ზონებშიც კი, მაგალითად, ლიბიაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ ლიბიის სანაპიროსთან საზღვაო დრონების გამოყენებით წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. უკრაინული ქვედანაყოფების მოქმედებების შედეგად ჩაიძირა რუსული კორვეტი "მერკური" და დაზიანდა სატვირთო გემი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში იარაღის გადასაზიდად გამოიყენებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსული კორვეტი კანონიერი სამიზნე იყო, ამასთან, უკრაინა პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით არის დაინტერესებული.

2011 წელს ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, ჩრდილოაფრიკული სახელმწიფო ფაქტობრივად ორ ნაწილად არის გაყოფილი. ტრიპოლიში მოქმედ საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას ბენღაზის კონკურენტი მთავრობა უპირისპირდება, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს. აღმოსავლეთ ლიბიის შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ჰაფთარი მეთაურობს, ქვეყნის მთელ აღმოსავლეთ ნაწილსა და სამხრეთ ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ.

ბენღაზის პორტში მომხდარმა ინციდენტმა გააჩინა შიში, რომ ფაქტობრივად, გახლეჩილ ქვეყანაში კრიზისი შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს. რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკრაინისგან განმარტებები ტრიპოლის მთავრობამაც მოითხოვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ლიბიაში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, ორი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადეს

თემა: უკრაინის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·07:28
    ჯარედ კუშნერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება
  • იმედი·02:53
    ჯარედ კუშნერი: პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის ინტერესებს - მეორეც, ზელენსკი პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ურთიერთობდეს მასთან, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ამ ნაბიჯზე წავიდეს
  • რადიო თავისუფლება·01:01
    უკრაინაში ლაზერული დანადგარის გამოყენებით პირველად მოიგერიეს რეაქტიულძრავიანი დრონი
  • პრაიმტაიმი·00:43
    უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებით პუტინს ვცდით, ამიტომ, გავაგრძელოთ ზეწოლა, ვფიქრობ, ეს მუშაობს - მარკ რუტე
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·10:17

გიორგი ზურაბაშვილი: რუსეთის მხარეს ჰქონდა თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია "ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას

გიორგი ზურაბაშვილი: რუსეთის მხარეს ჰქონდა თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია "ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას
აიპრესი·10:03

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
აიპრესი·09:52

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
აიპრესი·09:47

მიხეილ სარჯველაძე: დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა - მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა

მიხეილ სარჯველაძე: დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა - მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.