ორიგინალი
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
აიპრესი·10:03

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება

26 ნოემბერი, 2026 · 10:03

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ათენის ოლიმპიურ კომპლექს OAKA-ს დარბაზში დღეს, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტზე გავა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას ათენში ჩაატარებს.

ვასილის სპანულისის გაწვრთნილ მასპინძლებს ნიკ კალატესი და იანულის ლარენძაკისი ტრავმების გამო გამოაკლდათ, თუმცა ბერძნებს მაინც ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რადგან სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ყველა იმ ძლიერ მოთამაშეს უხმეს, რომლებსაც საკლუბო კალენდარი ხელს არ უშლიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუშინდელ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო იმ კომბინაციების დამუშავებას, რომლებიც სპეციალურად საბერძნეთთან მატჩისთვის შეირჩა. კონკრეტული მოთამაშეების წინააღმდეგ, მათი თამაშის სტილზე მორგებული დაცვა, შეტევა და ყველა ის სათამაშო კომპონენტი გათამაშდა, რასაც ჩატარებული სკაუტინგის შემდეგ ნაკრების მწვრთნელები ბერძნებისგან ელიან. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ასევე სროლებს, რადგან ეს გახლდათ ჩვენი მოთამაშეების პირველი ვარჯიში OAKA-ს უნიკალურ მოედანზე, რომელიც LED-მონიტორებითაა დაფარული. დარბაზში ფიცარნაგი არაა, არამედ მოთამაშეებს სპეციალურ იატაკზე უწევთ თამაში, რომელზეც ნებისმიერი წარწერისა თუ ფიგურის ისე გამოსახვა შეიძლება, როგორც მონიტორსა თუ პლანშეტზე. ვარჯიშის ბოლოს დარბაზში ქართველი ჟურნალისტები შემოვიდნენ და ნაკრების წევრებისგან კომენტარები აიღეს. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 26 ნოემბერს საბერძნეთს დაუპირისპირდება: ალექსანდრე მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი ოჩხიკიძე. თორნიკე შენგელია ათენში 26 ნოემბერს, დილით ჩამოდის და დასვენების შემდეგ პირდაპირ OAKA-ს დარბაზს, საბერძნეთის წინააღმდეგ სათამაშოდ მიაშურებს. - ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·10:17

გიორგი ზურაბაშვილი: რუსეთის მხარეს ჰქონდა თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია "ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას

აიპრესი·09:55

ლიბიაში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, ორი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადეს

ლიბიაში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, ორი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადეს
აიპრესი·09:52

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
აიპრესი·08:59

მაკა ბოჭორიშვილი: ზურაბაშვილი მოქმედებს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

მაკა ბოჭორიშვილი: ზურაბაშვილი მოქმედებს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.