ორიგინალი
მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
აიპრესი·17:19

მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

27 ნოემბერი, 2026 · 17:19

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ კავშირებს, თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

საუბარი შეეხო ქართველი და იტალიელი ექსპერტების მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რესტავრაციის, კონსერვაციის, არქეოლოგიური მისიებისა და კვლევების მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივები და შემოქმედებითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ და იტალიის ბორგეზეს გალერეებში დაგეგმილ გამოფენებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე ესწრებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·17:38

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა
აიპრესი·17:11

"ეკომეგობრული აჭარა - 2026" მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება

"ეკომეგობრული აჭარა - 2026" მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება
აიპრესი·16:56

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან
აიპრესი·12:15

კახა კალაძე: სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს

კახა კალაძე: სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.