ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
აიპრესი·23:48

მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს

25 ნოემბერი, 2026 · 23:48

​რა ინტერესი არსებობს, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონი“ იქნება, თუ არ იქნება, ვის სჭირდება მისი გაუქმება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რატომ უნდა გავაუქმოთ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო? პარლამენტი ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც დიდწილად არის პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკაზე, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ ძალიან კარგად განვმარტეთ, რატომ სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რომელსაც „რუსული კანონი“ უწოდეს და რომელსაც დაუპირისპირეს ის პროცესები, რაც დაუპირისპირეს. ეს ყველაფერი ყველას კარგად გვახსოვს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობა რა ნაწილში მოდის წინააღმდეგობაში ევროპულ ფასეულობებთან და რა არის მასში ისეთი მიუღებელი ევროპული საზოგადოებისთვის, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, რა პროცესები მიმდინარეობს და რამდენად საჭიროა უცხოური დაფინანსებისა და უცხოური გავლენების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

ამ განცხადებით მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იზრდება თუ არა რისკი, რომ განცხადების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რეაგირების მექანიზმები ამოქმედდეს იგივე უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ კანონების გაუქმებასთან, ან გადახედვასთან დაკავშირებით მოწოდებები არ იქნება გათვალისწინებული.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკავშირის მუდმივი მითითებები, რომლის მიხედვითაც მოცემულობები არის სხვადასხვა, რომ იქ ძირითადად ლობისტურ საქმიანობას უპირისპირდებიან, საქართველოში კი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.

„არ არის ასე. განსხვავებული მოცემულობა ის არის, რომ ეს საქართველოა, ის კი სხვა ქვეყანა. მეტი განსხვავება აქ არ არის. საქართველოსთან მიმართებით შეიძლება, გამოყენებული იყოს სხვა, ორმაგი ან, არ ვიცი, რამდენმაგი სტანდარტი, ხოლო სხვა ქვეყანასთან მიმართებით ეს ყველაფერი სხვაგვარად ჩანდეს.​ ​არ შეიძლება, საქართველოში პარტია აიკრძალოს მაშინ, როდესაც სხვაგან ათობით პარტიაა აკრძალული; არ შეიძლება, საქართველოში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს, სხვაგან კი ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყოს; საქართველოს ქართულმა პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგი არ უნდა დაიცვას, რადგან ეს ძალადობად ფასდება, სხვა ქვეყანაში კი პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგი ძალიან უხეში ფორმებით უნდა დაიცვას. „მოლოტოვის კოქტეილები“ და ფოიერვერკები საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციის სახე და სიმბოლოა, სხვა ქვეყანაში კი ეს არის ის, რისი გამოყენებაც დაუშვებელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·23:31

მირდატ ქამადაძე: ქვეყანაში რომ მშვიდობაა და ომი არ მოხდა, ამას ხომ არავინ უარყოფს?!

მირდატ ქამადაძე: ქვეყანაში რომ მშვიდობაა და ომი არ მოხდა, ამას ხომ არავინ უარყოფს?!
აიპრესი·23:29

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა ღონისძიებებზე საქართველო უნდა მიიწვიოს ისე, როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს, მოსაწვევით სპეკულირება აკნინებს თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა ღონისძიებებზე საქართველო უნდა მიიწვიოს ისე, როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს, მოსაწვევით სპეკულირება აკნინებს თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას
აიპრესი·23:09

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მხრიდან დაგეგმილია არაერთი შეხვედრა დაკავშირებადობის საკითხებზე და მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში საქართველო-აზერბაიჯანს შორის იყოს პოზიციების რეგულარული შეჯერება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მხრიდან დაგეგმილია არაერთი შეხვედრა დაკავშირებადობის საკითხებზე და მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში საქართველო-აზერბაიჯანს შორის იყოს პოზიციების რეგულარული შეჯერება
აიპრესი·22:42

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი: მარინ ლე პენის ან ჟან-ლუკ მელანშონის გამარჯვებამ, შესაძლოა, საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანოს

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი: მარინ ლე პენის ან ჟან-ლუკ მელანშონის გამარჯვებამ, შესაძლოა, საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანოს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.