მირდატ ქამადაძე: ქვეყანაში რომ მშვიდობაა და ომი არ მოხდა, ამას ხომ არავინ უარყოფს?!
„ჩვენ რომ ეგ გზა გავიარეთ და ქვეყანაში ექსცესები არ მოხდა, მშვიდობაა და ომი არ მოხდა, ამას ხომ არავინ უარყოფს?! ომი რომ არ მოხდა ქვეყანაში, ამას ვინ უარყოფს?!“ – ამის შესახებ პოლიტიკოსმა მირდატ ქამადაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა
„ჩვენ შეგვეძლო თუ არა უკეთესად გაგვევლო ეს გზა? ამაზეა საუბარი. ჰოდა, შეგვეძლო თუ არა ამაზე ვისაუბროთ? არ ვიცი, სააკაშვილის პირობებში... მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ერთი ერთპიროვნული მმართველობის ხელში ეს ქვეყანა ვერ წავა წინ. არ ვიცი, არ მგონია, არ ვარ და არ ჩაერთვებოდა, ვერ ჩაერთვებოდა ქვეყნიდან მოხალისეების გაგზავნაზე თუ ვსაუბრობთ, სახელმწიფო ოფიციალურად მოხალისეებს არსად არ აგზავნის. იქ იყო უბრალოდ ხელის შეშლა, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვისაც უნდოდა წასვლა, მოხალისეებად მაინც წავიდნენ, იქ იბრძვიან, ბევრი გმირულად დაეცა. უბრალოდ, ხელი შეეშალათ ჩასვლაში, გაურთულდათ გზა. ამაზე იყო პრობლემა, თორემ... ის მოხალისეები მაინც ჩავიდნენ იქ, ბევრი გმირულად დაეცა. წასვლის წინ იყო ხელის შეშლა, თვითმფრინავს არ მისცეს აფრენის უფლება თუ რაღაც მსგავსი. ის, რომ ჰუმანიტარული დახმარება წასულიყო, ბევრი ექიმი წასულიყო, რატომ იყო პრობლემა?“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ მისივე თქმით, ქვეყანას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ეროვნული ინტერესების დაცვით, განსხვავებული პოლიტიკის გატარება შეეძლო. „ჩვენი ამოცანა უნდა ყოფილიყო, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით მივერთებოდით სანქციებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქედან ქართველ მეწარმეს თუ გლეხს რუსული ბაზრით არ ესარგებლა. ამაზე არ ვსაუბრობთ. ჰოდა, მაგას ვამბობთ, რუსეთი დაგვეზარალებინა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
