ორიგინალი
პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს - პესკოვი
რადიო თავისუფლება·17:26

პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს - პესკოვი

27 ნოემბერი, 2026 · 17:26

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 27 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკებებისას სომხეთის ევროპული მისწრაფებებისა და გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის საკითხები განიხილება.

„მთავარი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში იქნება საკითხი იმის შესახებ, თუ რა არჩევანს აკეთებს სომხური მხარე. გააკეთებს თუ არა ამ არჩევანს, როდის და როგორ“, – „ინტერფაქსის“ ცნობით, განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის ერევნის არჩევანზე საუბრისას კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ეკონომიკური თვალსაზრისით, ორ სკამზე ჯდომის სურვილი ან უნდა დადასტურდეს, ან გარკვეული არჩევანის გაკეთების გზით უარყოფილ იქნეს, რადგან ევროკავშირისკენ სწრაფვა და ამავდროულად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის გაგრძელების სურვილი ერთმანეთს არ შეესაბამება“.

„გარდა ამისა, არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც. ცხადია, ჩვენი სამხედრო ბაზის საკითხსაც შევეხებით“, – განაცხადა პესკოვმა.

მოსკოვი ერევანს რეფერენდუმის ჩატარებისა და ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAEU) შორის არჩევანის სწრაფად გაკეთებისკენ მოუწოდებს. სომხეთის ხელისუფლება კი პასუხობს, რომ რეფერენდუმის ჩატარების დრო ჯერ არ დამდგარა და ამ ეტაპზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლას არ აპირებს.

სომხეთში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან 1 სექტემბერს, ბიშკეკში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა: „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე გავალთ“.

პასუხად ფაშინიანმა თქვა, რომ სამხედრო ბაზის საკითხი პუტინთან არ განუხილავს, თუმცა, თუ „რუსეთი გადაწყვეტს სომხეთის რესპუბლიკიდან სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“. „მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ“, – თქვა მაშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გიუმრის სამხედრო ბაზას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს.

მიუხედავად ამისა, პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა „რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება სომხური მხარის პოზიციის მოსმენა“.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, მთლიანობაში, მოლაპარაკებების დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იქნება.

პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები საკმაოდ მრავალმხრივია, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, - იტყობინება, საინფორმაციო სააგენტო ტასსი.

გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 3 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გამგზავრებასა და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ორი დღის წინ პუტინის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ კრემლი ფაშინიანის რუსეთში ვიზიტისთვის ემზადება.

გუშინ კი ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან სომხეთის ურთიერთობებში „დაძაბულობა კი არ იზრდება, პირიქით, მცირდება, რადგან არსებული ვითარებისადმი ჩვენი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში მეგობრულია. რუსეთთან კამათს არ ვაპირებთ“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს - პესკოვი

თემა: საკითხი

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·16:13
    დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის საკითხს განიხილავენ
  • აჭარის ტელევიზია·15:08
    ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე 15 საკითხი განიხილა
  • რუსთავი 2·14:22
    Euronews: "წმინდა პოლიტიკური თეატრი" და უთანხმოება - ევროკავშირის ქვეყნებმა 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
  • ინფო 9·14:03
    დავით ჩიხელიძე: ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა - ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი მსოფლიო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ
საკითხისომხეთისევროპული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·17:12

პუშკინის ფინჯანი ააცალეს, სტალინს - რეპრესიები

პუშკინის ფინჯანი ააცალეს, სტალინს - რეპრესიები
რადიო თავისუფლება·16:41

„განსხვავებული მოვლენა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე

„განსხვავებული მოვლენა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
რადიო თავისუფლება·15:58

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება
რადიო თავისუფლება·15:06

კან კვარჩიას შვილი სოხუმში დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანეს - მედია

კან კვარჩიას შვილი სოხუმში დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანეს - მედია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.