ორიგინალი
ომერ ფარუქ დემირთაშ მიქელაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმ ქვეყანაში, რომლის სტუმარიც ვართ, პატივი უნდა ვცეთ ამ ქვეყნის კანონებს, ტრადიციებს, მგრძნობიარე საკითხებსა და მასპინძლებს
აიპრესი·01:04

ომერ ფარუქ დემირთაშ მიქელაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმ ქვეყანაში, რომლის სტუმარიც ვართ, პატივი უნდა ვცეთ ამ ქვეყნის კანონებს, ტრადიციებს, მგრძნობიარე საკითხებსა და მასპინძლებს

29 ნოემბერი, 2026 · 01:04

მარმარილოს კავკასიურ-ქართულ ასოციაციათა ფედერაციის თავმჯდომარე, ომერ ფარუქ დემირთაშ მიქელაძე, ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც ის განცხადებაში აღნიშნავს, “ბეშიქთაშის“ მატჩის შემდგომმა მოვლენებმა არ უნდა დააზიანოს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრობა და ძმური ურთიერთობა, რადგან ორ ქვეყანას მრავალწლიანი ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირები აკავშირებს.

"ჩვენი ღირებულებები ერთ მატჩზე ბევრად მნიშვნელოვანია: მეგობრობა, ძმობა და ჩვენი საერთო ისტორია!

საქართველოში გამართული „ბეშიქთაშის“ მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვადევნებ თვალს და არსებულ ვითარებას საფუძვლიანად ვაფასებ.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფო „ბეშიქთაშსა“ და მის გულშემატკივრებს მასპინძლობდა. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებმა არაერთხელ გააფრთხილეს მხარეები, რომ სტადიონზე მხოლოდ იმ სამი ქვეყნის დროშებისა და სიმბოლოების გამოფენა იყო დაშვებული, რომელთა მიმართაც შესაბამისი ნებართვა არსებობდა. უეფას წარმომადგენლებმაც გასცეს შესაბამისი მითითებები და გააფრთხილეს ორგანიზატორები, რომ საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოეხდინათ. მიმაჩნია, რომ მომხდარის შეფასებისას ეს გარემოებები და წინასწარ გაცემული გაფრთხილებებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

თუმცა დღეს მთავარი საკითხი ის არის, რომ ერთმა საფეხბურთო მატჩმა არ უნდა დააზიანოს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობა.

როგორც ქართული წარმოშობის ადამიანი და ამავდროულად, მარმარილოს კავკასიურ-ქართულ ასოციაციათა ფედერაციის თავმჯდომარე, ამ საკითხს მხოლოდ ერთი საფეხბურთო მატჩის ჭრილში არ განვიხილავ. თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბევრად სცილდება სპორტულ შეჯიბრებებსა და ყოველდღიურ პოლიტიკურ დისკუსიებს.თურქეთი და საქართველო ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირებით დაკავშირებული ორი მეზობელი ქვეყანაა. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და მილიარდობით დოლარის სავაჭრო ბრუნვა ამ პარტნიორობის ნათელი დასტურია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო თურქეთისთვის რთულ პერიოდში იჩენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიწისძვრების, ხანძრებისა და სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. არ იქნება სწორი, იმ ქვეყნის ხალხთან, რომელმაც ჩვენი ტკივილი გაიზიარა და რთულ დღეებში ჩვენს გვერდით დადგა, საფეხბურთო მატჩის გამო დისტანცია დავიჭიროთ.

თურქეთში დაახლოებით 5 მილიონი ქართული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვშრომობდით და წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის, ხელოვნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. თურქეთი ჩვენი სამშობლოა, ხოლო საქართველო ჩვენი ისტორიის, ფესვებისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამიტომაც, საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისას მოველით, რომ გათვალისწინებული იქნება თურქეთში მცხოვრები ქართული საზოგადოებისთვის მგრძნობიარე საკითხები. დაუშვებელია, ვინმემ ეს მოვლენები გამოიყენოს საბაბად ქართველი თანამოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა თუ გამყოფი და შეურაცხმყოფელი რიტორიკის გასავრცელებლად.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმ ქვეყანაში, რომლის სტუმარიც ვართ, პატივი უნდა ვცეთ ამ ქვეყნის კანონებს, ტრადიციებს, მგრძნობიარე საკითხებსა და მასპინძლებს. უნდა შევაფასოთ ისიც, რა შეიძლება მოჰყოლოდა მსგავს შემთხვევას, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები სხვა ქვეყანაში რომ ყოფილიყვნენ.

ცხადია, თურქეთს აქვს თავისი ეროვნული და საზოგადოებრივი მგრძნობიარე საკითხები, რომელთა პატივისცემაც აუცილებელია. ამავე დროს, ისეთივე პატივისცემა და ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ქართველი ხალხისა და თურქეთში მცხოვრები ქართული საზოგადოების გრძნობების მიმართაც.

ჩვენი მოლოდინია, რომ მოვლენები ყველა კუთხით შეფასდება, ხოლო შესაძლო პასუხისმგებელი პირების საკითხს შესაბამისი უწყებები განიხილავენ. ამ პროცესის ორ ხალხს შორის დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზად ქცევა კი დაუშვებელია.

ჩვენი საერთო ისტორია ერთ მატჩზე დიდია, ჩვენი ძმობა ერთ ტრიბუნაზე ძლიერი, ხოლო ჩვენი მეგობრობა რამდენიმე საათიანი კამათით ვერ განისაზღვრება.

თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შენარჩუნება, ორივე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ურთიერთპატივისცემა და ჩვენი საერთო მომავლის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

ამასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყნის საზოგადოებას მოვუწოდებ, გამოიჩინონ გონიერება, ურთიერთგაგება და გაუფრთხილდნენ ჩვენს ძმობასა და მეგობრობას,” - წერს მარმარილოს კავკასიურ-ქართულ ასოციაციათა ფედერაციის თავმჯდომარე ომერ ფარუქ დემირთაშ მიქელაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ომერ ფარუქ დემირთაშ მიქელაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმ ქვეყანაში, რომლის სტუმარიც ვართ, პატივი უნდა ვცეთ ამ ქვეყნის კანონებს, ტრადიციებს, მგრძნობიარე საკითხებსა და მასპინძლებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·02:46

„რეალის“ სენსაციური მარცხი „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ (ვიდეო)

„რეალის“ სენსაციური მარცხი „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ (ვიდეო)
აიპრესი·01:50

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლორიანი“ დაამარცხა და ექვსქულიანი სხვაობით ლიდერობს

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლორიანი“ დაამარცხა და ექვსქულიანი სხვაობით ლიდერობს
აიპრესი·23:38

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
აიპრესი·23:22

ნიკა გვარამია: როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია

ნიკა გვარამია: როგორც კი ვიქნებით უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.