ორიგინალი
პრემიერი: დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან
აიპრესი·20:26

პრემიერი: დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან

28 ნოემბერი, 2026 · 20:26

2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმ წინაპირობებსა და მოვლენებზე ისაუბრა, რომელიც წინ უძღოდა 2024 წელს გაკეთებულ განცხადებას.

„რაც შეეხება ორი წლის წინანდელ ჩვენს გადაწყვეტილებას და განცხადებას. პირველ რიგში, მე გავიხსენებდი კონტექსტს, წინაპირობებს და იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა ამ განცხადების გაკეთებას. მინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი. 2022 წლის ივნისში, როდესაც ჩვენ ევროკომისიამ და ევროკავშირმა ზოგადად არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ამით სცადეს ესარგებლათ იქიდანვე დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. ეს ხდებოდა 2022 წლის ივნისში და მათ მოითხოვეს უფრო მეტიც, მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება - მათ უნდა ჰქონოდათ ვეტოს უფლება მინისტრების დანიშვნაზეც კი, რაც იყო ცალსახად არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. ამის შემდეგ ორჯერ გვქონდა კიდევ რევოლუციის მცდელობები, ორივე ძალადობრივი და ორივე უკავშირდებოდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ამ კანონს არაფერი საერთო არ ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან. ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა ეს კანონი: წელიწადში ერთხელ ე.წ. NGO-ებს, ანუ უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოში, უნდა წარედგინათ ყოველწლიური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროში. მეტი არაფერი და მხოლოდ ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები იყო გათვალისწინებული ამ ვალდებულების დარღვევისთვის. ამას მოაყოლეს სრულიად სამარცხვინო კამპანია, სიცრუეზე აგებული კამპანია და ამას მოაყოლეს რევოლუციის ორი ძალადობრივი მცდელობა. ამის შემდეგ ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ მიიღო 1 120 000-ზე მეტი ხმა და ამას მოჰყვა პრაქტიკულად რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა,“- განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. პრემიერი: დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან

თემა: რუსული

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • ტვ პირველი·17:44
    სლავიანსკში ხუთსართულიან სახლზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
  • იმედი·15:59
    ლევან მაჭავარიანი: ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა - ეს აძლიერებს აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგს, ნარატივს
  • აჭარის ტელევიზია·15:45
    უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნეჟინში სამრეწველო საწარმოზე რუსული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
  • ფორმულა·15:13
    პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის თემას განიხილავენ
რუსულიპრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·20:41

პრემიერი: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას

პრემიერი: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას
აიპრესი·20:36

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
აიპრესი·20:28

ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ
აიპრესი·20:21

ალექსანდრ ჯიკიჩმა პორტუგალიასთან მატჩის წინ თორმეტკაციანი შემადგენლობა დაასახელა

ალექსანდრ ჯიკიჩმა პორტუგალიასთან მატჩის წინ თორმეტკაციანი შემადგენლობა დაასახელა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.