ლევან მაჭავარიანი: ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა - ეს ხელოვნურად ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, აძლიერებს აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგს, ნარატივს
ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული კონკრეტულ კითხვებს აჩენს.
„ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, უნდა შეიზღუდოს და აიკრძალოს, დასანქცირდეს ჩვენი ბიზნესის რაღაც მიმართულებები რუსეთში და ამავდროულად თანამშრომლობა უნდა დაიწყოს უნივერსიტეტებს შორის. ეს თავიდან ბოლომდე ლოგიკას აცდენილია. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი გადაიხედება.
ეს ყველაფერი კონკრეტულ კითხვებსაც აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს ყველაფერი მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ხელოვნურად ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, აძლიერებს აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგს, ნარატივს. შესაბამისად, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. იმედი გვაქვს, ამ კითხვებს პასუხები გაეცემა“, - მაჭავარიანმა.
ცნობისათვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე ელოდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა გალუზინმა აცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორი კომპანიის სანქცირებას აპირებენ.
