საქართველო 92:78 პორტუგალია — დიდი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისკენ (ვიდეო)
თბილისში, ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის მებრძოლ უახლოეს მეტოქესთან შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ მეტოქე ცხრა ქულით დაწინაურდა
მეორე მეოთხედი საქართველომ ხუთი ქულით მოიგო და მეორე ნახევრის წინ შეხვედრას ოთხი ქულით აგებდა. მეორე ტაიმი ქართველ კალათბურთელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ დასკვნითი, მეოთხე პერიოდის წინ მეტოქეს ცხრა ქულით გაუსწრეს. მეორე ნახევრის ბოლო ათწუთიან მონაკვეთში საქართველოს მატჩის მოგებამდე მიყვანა აღარ გაძნელებია და მან დიდი ნაბიჯი გადადფგა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისკენ. საქართველო — პორტუგალია 92:78(15:24, 23:18, 25:12, 29:24) საქართველოს ნაკრებს ქულები შესძინეს: მარკიზ რიდმა — 22 ქულა ალექსანდრე მერკვილაძემ — 17 ქულა დუდა სანაძემ — 16 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა — 15 ქულა თორნიკე შენგელიამ — 14 ქულა გიორგი კორსანტიამ — 6 ქულა გიორგი ტურძილაძემ — 2 ქულა
ამავე ჯგუფში უკრაინა პირველი ნახევრის შემდეგ 33:36 მარცხდება მონტენეგროსთან, ესპანეთის და საბერძნეთის გუნდების შეხვედრაში კი პირველი მეოთხედის შემდეგ ანგარიშია 22:22

მასალა ბოლოს 22:07 საათზე განახლდა მოამზადა რაულ კაპანაძემ
