ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: USAID-ის დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში
აიპრესი·22:15

შალვა პაპუაშვილი: USAID-ის დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში

29 ნოემბერი, 2026 · 22:15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს იმ შესაძლო შედეგზე, რომელიც გამჭვირვალობის კანონის არმიღების შემთხვევაში დადგებოდა. შალვა პაპუაშვილი ამ შესაძლო შედეგზე USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ფაილებზე დაყრდნობით მსჯელობს.

„ამ დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში. შეგახსენებთ, 2024 წელს, არჩევნების წინ რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი და თავად ეს თემა საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ხილვადი, ამ ქსელს, რომელმაც იმუშავა 2024 წელს, სწორედ ეს გავლენა ექნებოდა, რომ ამომრჩეველს შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას და საქართველოში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა ხელისუფლებაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, გასულ კვირაში ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. შალვა პაპუაშვილი: USAID-ის დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·22:55

წითლიძე ჩერგოლეიშვილს: მესამე პირის მიერ შემოწირულობის განხორციელება დაუშვებელია - ამხელა აღაია ქალმა ეს კი უნდა იცოდეს

წითლიძე ჩერგოლეიშვილს: მესამე პირის მიერ შემოწირულობის განხორციელება დაუშვებელია - ამხელა აღაია ქალმა ეს კი უნდა იცოდეს
აიპრესი·22:54

უკრაინა მონტენეგროსთან დამარცხდა და სიტუაცია უკიდურესად ჩაიხლართა (ვიდეო)

უკრაინა მონტენეგროსთან დამარცხდა და სიტუაცია უკიდურესად ჩაიხლართა (ვიდეო)
აიპრესი·22:46

თამარ ჩერგოლეიშვილი: წითლიძეს ჩემი შემოწირულობები გამოუქვეყნებია - დიახ მეგობრებო, ფედერალისტებს დაახლოებით 3000 შემომწირველი გვყავს

თამარ ჩერგოლეიშვილი: წითლიძეს ჩემი შემოწირულობები გამოუქვეყნებია - დიახ მეგობრებო, ფედერალისტებს დაახლოებით 3000 შემომწირველი გვყავს
აიპრესი·21:58

შალვა პაპუაშვილი: „ენჯეო“-ებს მოუწევთ, გასცენ პასუხი მარტივ კითხვას - იცოდნენ თუ არა რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ ისინი

შალვა პაპუაშვილი: „ენჯეო“-ებს მოუწევთ, გასცენ პასუხი მარტივ კითხვას - იცოდნენ თუ არა რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ ისინი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.