ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: „ენჯეო“-ებს მოუწევთ, გასცენ პასუხი მარტივ კითხვას - იცოდნენ თუ არა რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ ისინი
აიპრესი·21:58

შალვა პაპუაშვილი: „ენჯეო“-ებს მოუწევთ, გასცენ პასუხი მარტივ კითხვას - იცოდნენ თუ არა რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ ისინი

29 ნოემბერი, 2026 · 21:58

ამ დოკუმენტებში აღწერილია, თუ რა მიზანი ჰქონდა ამ გავლენის ქსელების შექმნას, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე.

მისივე თქმით, ამ ორგანიზაციის მიზანი იყო აშშ-სთვის,USAID-ისთვის და ზოგადად დამფინანსებლისთვის სასარგებლო ინფორმაციის ხილვადობის გაზრდა, გავრცელება და მისთვის უსარგებლო ინფორმაციის ხილვადობის შემცირება, წაშლა და დათრგუნვა, ეს იყო ამოცანა, რაც ფაქტობრივად პირდაპირ აღწერს პროპაგანდისტული ქსელის მიზნებს.

„ვიცით, რომ საქართველოში ამ ქსელის შექმნას აორგანიზებდა ბრიტანული კომპანია ZINC-ი, რომლის საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობდა ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გადადგა თავმჯდომარეობიდან. თუმცა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, 2020 წლის გაყალბებულ PVT-ში მისი მონაწილეობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო.

მინიმუმ 13 „ენჯეო“ ვიცით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა და ჩართული იყო ამ ქსელში. ამ ენჯეოებს ახლა მოუწევთ გასცენ პასუხი მარტივ კითხვას: იცოდნენ თუ არა რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ ისინი. აქ მხოლოდ ორი პასუხია, ან იცოდნენ და შესაბამისად არიან საქართველოში უცხოური ჩარევის ხელმოწერილი აგენტები, ან არ იცოდნენ და იყვნენ სასარგებლო იდიოტები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, გასულ კვირაში ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

აღნიშნულ საკითხზე მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა. New York Post-მა დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებ-ვერდების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა.

აღნიშნულ თემას ეხება Newsweek-ის სტატიაც. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. შალვა პაპუაშვილი: „ენჯეო“-ებს მოუწევთ, გასცენ პასუხი მარტივ კითხვას - იცოდნენ თუ არა რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ ისინი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·22:55

წითლიძე ჩერგოლეიშვილს: მესამე პირის მიერ შემოწირულობის განხორციელება დაუშვებელია - ამხელა აღაია ქალმა ეს კი უნდა იცოდეს

წითლიძე ჩერგოლეიშვილს: მესამე პირის მიერ შემოწირულობის განხორციელება დაუშვებელია - ამხელა აღაია ქალმა ეს კი უნდა იცოდეს
აიპრესი·22:54

უკრაინა მონტენეგროსთან დამარცხდა და სიტუაცია უკიდურესად ჩაიხლართა (ვიდეო)

უკრაინა მონტენეგროსთან დამარცხდა და სიტუაცია უკიდურესად ჩაიხლართა (ვიდეო)
აიპრესი·22:46

თამარ ჩერგოლეიშვილი: წითლიძეს ჩემი შემოწირულობები გამოუქვეყნებია - დიახ მეგობრებო, ფედერალისტებს დაახლოებით 3000 შემომწირველი გვყავს

თამარ ჩერგოლეიშვილი: წითლიძეს ჩემი შემოწირულობები გამოუქვეყნებია - დიახ მეგობრებო, ფედერალისტებს დაახლოებით 3000 შემომწირველი გვყავს
აიპრესი·22:15

შალვა პაპუაშვილი: USAID-ის დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში

შალვა პაპუაშვილი: USAID-ის დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.