ორიგინალი
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს
აიპრესი·13:32

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს

27 ნოემბერი, 2026 · 13:32

ბუნებრივია, დასავლეთი ფულს ხარჯავს დემოკრატიის მშენებლობაში, მათ შორის, დემოკრატიის ექსპორტშიც და ეს სავსებით ნორმალურია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებულ USAID-ის შიდა დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ამერიკული რბილი ძალა, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის პრიორიტეტი სხვაა, ის არ ხედავს ღირებულებებითად სამყაროს, მას სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ივანიშვილთან ვერ ლაგდება, რადგან ივანიშვილი ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს.

„ჩვენი ქვეყანაც დახარჯავს ფულს თავისი ინტერესების განხორციელებაში, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და ბუნებრივია, ისე განვკარგავთ ყველაფერს, რაც, ვფიქრობთ, რომ კარგია ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის. ხომ ვიცით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. 11 სექტემბრის ტრაგედიის, ტერორისტული შეტევის შემდეგ სხვა პოლიტიკა დაიწყო, დემოკრატიის ექსპორტის პოლიტიკა, რადგან დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან არ ომობენ, ქვეყნების დემოკრატიზაცია თუ მოხდება, ის ქვეყნები ერთმანეთთან არ იომებენ და იქნება მშვიდობა. ეს არის ამერიკული რბილი ძალა. ტრამპის პრიორიტეტი სხვაა, ტრამპი არ ხედავს ღირებულებებითად სამყაროს, თავისი ინტერესების სფეროს ხედავს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რა?! ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ვერ აღწევს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას. ამ ქვეყნის, სულ მცირე, ნახევარი ივანიშვილის წინააღმდეგია. ის რომ გამოხატვის თავისუფლებას შეუძღუდავს, პარტიებს აუკრძალავს და გალახავს, ეს არ შველის, რომ ვითარება დაალაგოს, უთხრას, იცი, რა არის? როგორც ლუკაშენკოსთან დალაგდით, ისე დალაგდით ჩემთან. არ არის ქართული საზოგადოება ბელარუსული საზოგადოება. სხვაგან ვართ და ვერ მიაღწევს ბიძინა ივანიშვილი იმას, რასაც ცდილობს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·15:42

თამარ ჩერგოლეიშვილი: ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
აიპრესი·14:35

ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა

აიპრესი·14:14

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს, ტულის რეგიონში კი სარაკეტო საწვავის ქარხანას დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს, ტულის რეგიონში კი სარაკეტო საწვავის ქარხანას დაბომბეს
აიპრესი·14:01

კახა კალაძე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია

კახა კალაძე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.