ორიგინალი
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო
აიპრესი·13:31

ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო

29 ნოემბერი, 2026 · 13:31

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და KTW-ის საწარმოში ჩხავერის ყურძნის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 200 ბენეფიციარისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის გადაცემაა გათვალისწინებული; ამ ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარი დაიხარჯება

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, აქტიურად მუშაობს ფერმერების და მცირე საოჯახო ტიპის მარნების ხელშესაწყობად. ზურაბ პატარაძემ

ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბიზნესთან თანამშრომლობის, ფერმერებთან ერთობლივი მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობას.

აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის, დენის სალუქვაძის ინფორმაციით, წელს სხვადასხვა საწარმოში 120 ტონაზე მეტი ჩხავერის ჯიშის ყურძნის ჩაბარებაა მოსალოდნელი. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ასევე გააცნო KTW-ის ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მოსავლის მიღებისა და გადამუშავების შესახებ ინფორმაცია და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი მევენახეობის განვითარებისა და მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის ხელშეწყობის პროცესში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·13:13

აშშ-ში ბოლო 2 წლის განმავლობაში სიდიდით მეორე ბანკი გაკოტრდა

აშშ-ში ბოლო 2 წლის განმავლობაში სიდიდით მეორე ბანკი გაკოტრდა
აიპრესი·12:46

თაკო ჩარკვიანი: "გააძევეთ და "ჩამოაგდეთ" ტრიბუნიდან ეს "გაზპრომის ვირთხრა" ჩერგოლეიშვილი!"

თაკო ჩარკვიანი: "გააძევეთ და "ჩამოაგდეთ" ტრიბუნიდან ეს "გაზპრომის ვირთხრა" ჩერგოლეიშვილი!"
აიპრესი·12:35

🎥 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 4 მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

🎥 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 4 მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
აიპრესი·12:33

"გაზპრომმა" თურქეთში გაზის მიწოდების კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

"გაზპრომმა" თურქეთში გაზის მიწოდების კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.