ორიგინალი
ჯანდაცვის მინისტრი „თოდუას კლინიკის“ ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
კვირა·23:15

ჯანდაცვის მინისტრი „თოდუას კლინიკის“ ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

25 ნოემბერი, 2026 · 23:15

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად „თოდუას კლინიკის“ ახალი, ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ახალ, ცხრასართულიან სტაციონარში განთავსებულია 7 მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზი, 100 პაციენტზე გათვლილი სტაციონარი და 10 პაციენტზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის განყოფილება. შენობაში ასევე მოწყობილია თანამედროვე ამბულატორიული და საკონსულტაციო სივრცეები.

კლინიკის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის წევრები, ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. ჯანდაცვის მინისტრი „თოდუას კლინიკის“ ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თემა: მინისტრი

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·20:50
    აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამით კუმარ მიშრას შეხვდა
  • იმედი·20:46
    აზერბაიჯანში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა - რა საკითხები განიხილეს მაღალი დონის შეხვედრებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • რუსთავი 2·16:45
    მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა
  • ნეტგაზეთი·16:01
    “მოლდოვაში ევროპული ინტეგრაციის იდეის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ შეასრულა” — მინისტრი
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·23:41

მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ

მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
კვირა·22:47

ვარშავის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მამაკაცმა თავი დაიწვა

ვარშავის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მამაკაცმა თავი დაიწვა
კვირა·21:55

გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
კვირა·20:53

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.