ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
