ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად
კვირა·00:30

მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად

26 ნოემბერი, 2026 · 00:30

“აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, სადაც აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.

მინისტრმა საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, ორი ქვეყნის ურთიერთობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

“იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც დღეს ჩვენ გვიწევს არსებობა, ჩვენი ურთიერთობები, დინამიკა, პოტენციალი, შესაძლებლობები, რაც ორ ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს რეგულარული აზრთა გაცვლა, რეგულარული მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანა უკეთ იყოს წარმოდგენილი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა შინაარსით საკმაოდ მსუყეა და მოიცავს ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგსაც. წელს ჩვენ არაერთი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტი გვქონდა, სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არაერთი ვიზიტი იყო საქართველოში და სხვადასხვა სექტორული მინისტრების ვიზიტები მუდმივად ხორციელდება ორ ქვეყანას შორის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას შუა დერეფნის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის მიმართულებით.

“ეს პოლიტიკური დიალოგი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული საუბარი, ის ეხება კონკრეტულ პროექტებს, სწორედ იმ მოცემულობას, რაც არის ჩვენს გარშემო და იმ პოტენციალს რაც აქვს დღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს, განსაკუთრებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით, ენერგო რესურსების ტრანზიტის კუთხით და ზოგადად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ჯამში ქმნის, სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას”, – აღნიშნა მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად

თემა: პროექტი

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • BM.GE·20:45
    სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება
  • რუსთავი 2·18:39
    თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა
  • იმედი·18:11
    შალამბერიძე ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე: ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი - ფაქტები დამახინჯებულად აქვთ მოყვანილი და ჯიუტად განაგრძობენ მტკიცებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან
  • ფორბს საქართველო·14:52
    წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
პროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·00:39

ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ

ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ
კვირა·00:27

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები
კვირა·22:47

ვარშავის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მამაკაცმა თავი დაიწვა

ვარშავის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მამაკაცმა თავი დაიწვა
კვირა·21:55

გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.