ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ
თბილისში, ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ახლობლების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან, დღეს, 12:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
„დაიკარგა 12 წლის ბავშვი ვაზიანში! სახლიდან გავიდა 12:00 საათზე და არ დაბრუნებულა. აცვია წითელი მაისური და ჭრელი შარვალი. თუ ვინმემ სადმე შეამჩნიეთ, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 555 54 70 51; გთხოვთ, გააზიაროთ!“, – წერენ სოციალურ ქსელში.
