ორიგინალი
იმერეთში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება
კვირა·11:01

იმერეთში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება

26 ნოემბერი, 2026 · 11:01

იმერეთში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტების ჯამური ღირებულება 24 მილიონ ლარს აღემატება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები სარწყავი და დამშრობი ინფრასტრუქტურის განახლებასა და ფერმერებისთვის სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.

მიმდინარე პროექტების ღირებულება 4 მილიონი ლარია, დაგეგმილის კი _ 19,7 მილიონი ლარი. გარდა ამისა, უკვე დასრულდა ორი პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 474 080 ლარს შეადგენს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიიდან გამომავალი არხები და კოლექტორი, ასევე მოეწყო მილხიდი.

ამჟამად რეგიონში ხუთი პროექტი მიმდინარეობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უტარდება დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობასა და მაგისტრალური არხის საწყის მონაკვეთს, ასევე ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობას. ზესტაფონში აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია ხორციელდება, საჩხერეში კი – ხოდაბუნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გამანაწილებლის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამ პროექტების დასრულების შემდეგ 5 115 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა უფრო ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.

რეგიონში დამატებით შვიდი პროექტი განხორციელდება, რაც 3 015 ჰექტარზე გააუმჯობესებს წყალუზრუნველყოფას. დაგეგმილი პროექტები თერჯოლის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სარწყავი და დამშრობი ინფრასტრუქტურის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს. კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში იგეგმება ეწერის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია; სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გამანაწილებლები განახლდება; ღანირისა და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული მილხიდები ახლით ჩანაცვლდება და საავტომობილო ხიდი მოეწყობა; სოფელ საჯავახოში გაიწმინდება გომის დამშრობი სისტემის მაგისტრალური და შემკრები კოლექტორები; სოფელ ბაშში მოწესრიგდება სამელიორაციო არხები და მათზე განთავსებული ინფრასტრუქტურა, ხოლო გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ყუმურის დამშრობი სისტემის შემკრები კოლექტორები გაიწმინდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფარცხანაყანებსა და ქვიტირში კი, მაშველის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების მონაკვეთების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

კაპიტალური პროექტების პარალელურად, იმერეთის რეგიონში გაიწმინდა ჯამში 166 კილომეტრი სიგრძის არხი, ხოლო 133 ჰიდროტექნიკური ერთეული შეკეთდა ან ახლით შეიცვალა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. იმერეთში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·11:02

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
კვირა·10:53

“მამაკაცს ხელში მძიმე ნივთი ეჭირა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და ძირს უგონოდ დაეცა” - სამედიცინო ბრიგადამ კიდევ ერთი სიცოცხლე იხსნა

“მამაკაცს ხელში მძიმე ნივთი ეჭირა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და ძირს უგონოდ დაეცა” - სამედიცინო ბრიგადამ კიდევ ერთი სიცოცხლე იხსნა
კვირა·10:40

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კვირა·10:37

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.