ორიგინალი
გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
კვირა·12:41

გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

26 ნოემბერი, 2026 · 12:41

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც წელს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე გაეცნო სკოლის STEM მიმართულებით მომუშავე კლუბის წევრთა საქმიანობას, დაათვალიერა კომპიუტერული ლაბორატორია და პედაგოგებს შეხვდა.

მინისტრი ასევე იმყოფებოდა ანა ბერძენიშვილის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც საჩუქრად წიგნები გადასცა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

გივი მიქანაძე სკოლის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და გამორჩეული კურსდამთავრებულები.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სკოლის იუბილე მიულოცა და ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„180 წელი – თავისთავად თარიღიც შთამბეჭდავია, თუმცა, ეს მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის. ესაა არაერთი თაობის აღზრდა, მეგობრობა, თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების უწყვეტი გადაცემა, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა უმნიშვნელოვანეს კვალს ტოვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ეს არის სკოლა, რომლის კედლებში არაერთი გამორჩეული, დიდი ქართველის ცხოვრების გზა დაიწყო.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სკოლის თითოეულ პედაგოგს, ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, რომლებმაც ამ 180-წლიანი ისტორიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მადლობა სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთა წარმატებები ამ სკოლის განვითარების ნაწილია.

ეს წლები დიდი პასუხისმგებლობაც არის – შეინარჩუნო ის ღირებულებები, რომლებმაც სკოლა ამ სიმაღლემდე მოიყვანა და ამავე დროს, შექმნა უკეთესი, ღირსეული მომავალი.

ვულოცავ ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს! მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და კურსდამთავრებულებს ვუსურვებ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს, ახალ შესაძლებლობებსა და მიღწევებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის ისტორია და სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

სკოლის იუბილეს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულო გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შემოქმედისა და სრულიად გურიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები, ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა რეგიონის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1846 წლის 14 აპრილს გაიხსნა.

სკოლამ თავისი თითქმის ორ საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქვეყანას არაერთი თვალსაჩინო მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე აღუზარდა. მათ შორის არიან: ექვთიმე თაყაიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, აპოლონ წულაძე, ანზორ ერქომაიშვილი და სხვა მრავალი გამორჩეული კურსდამთავრებული.

საგანმანათლებლო დაწესებულება წარმატებით აგრძელებს მრავალწლიანი საგანმანათლებლო ტრადიციების განვითარებას და ორიენტირებულია თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვაზე, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·16:57

Reuters: აშშ-მა ვენესუელასა და ერაყს OPEC-ის დატოვებისკენ მოუწოდა

Reuters: აშშ-მა ვენესუელასა და ერაყს OPEC-ის დატოვებისკენ მოუწოდა
კვირა·16:53

ზურაბ რურუა: ბათუმში, გულშემატკივრების ნაწილი იყო აგრესიული, უკანონობას სჩადიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები სწორად და ადეკვატურად აღკვეთა

ზურაბ რურუა: ბათუმში, გულშემატკივრების ნაწილი იყო აგრესიული, უკანონობას სჩადიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები სწორად და ადეკვატურად აღკვეთა
კვირა·15:57

უკრაინამ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა
კვირა·15:25

ირანმა აშშ-ის მიერ დაკავებული ორი ტანკერი დაიბრუნა

ირანმა აშშ-ის მიერ დაკავებული ორი ტანკერი დაიბრუნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.