22 ნოემბერი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღედ დაწესდა
22 ნოემბერი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღედ დაწესდა.
როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, ეს იქნება დღეს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს შეახსენებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
“22 ნოემბერი არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი ინსტიტუციის ისტორიულ საფუძვლებს, განვლილ გზას და იმ პროფესიულ პასუხისმგებლობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს აკისრია.
ეს დღე ასევე არის შესაძლებლობა, სათანადო პატივი მივაგოთ იმ ადამიანების შრომასა და პროფესიულ წვლილს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და ემსახურებიან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას”, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.
